შაბათი, ივლისი 5, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაცმოძრაობამ, მწარე მარცხის ფონზე, ბოლო სვლად, პრესტიჟის გოლი...

“ნაცმოძრაობამ, მწარე მარცხის ფონზე, ბოლო სვლად, პრესტიჟის გოლი რომ გაეტანა, ეს გოლიც საკუთარ კარში გაიტანა და მათი სახე ბოლომდე გამოაჩინეს” – მამუკა მდინარაძე

უდიდესი ამორალურობაა, რეჟიმის მსხვერპლს დააბრალო რეჟიმთან სიახლოვე. მაგრამ იმდენად სწორად აქვთ ამასობაში გათვითცნობიერებული, რამდენად ამორალურია მათთან სიახლოვე, სწორედ ამ მეთოდით იბრძვიან“,- ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს.

პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს, დეპუტატებს შორის შეკამათება მოხდა. მამუკა მდინარაძის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარცხის გადაფარვა პოლემიკით სცადა.

ორდღიანი დებატები მთავრდება და ნაცმოძრაობამ, მწარე მარცხის ფონზე, ბოლო სვლად, პრესტიჟის გოლი რომ გაეტანა, ალბათ, გადაწყვიტა, შეწყვეტინებით, პოლემიკით, რბილად რომ ვთქვა, ყვირილით გადაეფარა, მაგრამ ეს გოლიც საკუთარ კარში გაიტანა და მათი სახე ბოლომდე გამოაჩინეს.

აბსოლუტურად ვეთანხმები მიხეილ სარჯველაძეს, ჩემთვისაც და ყველა ობიექტურად მოფიქრალი ადამიანისთვის, შეურაცხმყოფელიც კია ადამიანის უფლებების კონტექსტში შედარება 2012 წლამდე პერიოდის და 2012 წლის შემდგომი პერიოდის. მით უმეტეს და განსაკუთრებით, როდესაც პატიმრების უფლებებზეა საუბარი. განსაკუთრებით, როდესაც პატიმრების უფლებებზეა ლაპარაკი, მოყოლაც კი ამაზრზენია იმისა, თუ რა ხდებოდა და დღევანდელთან შედარება, მართლაც, შეურაცხმყოფელია.

და ბოლოს, როდესაც რაღაც რეპლიკებს ვისმენ, ასევე უდიდესი ამორალურობაა, რეჟიმის მსხვერპლს დააბრალო რეჟიმთან სიახლოვე. მაგრამ იმდენად სწორად აქვთ ამასობაში გათვითცნობიერებული, რამდენად ამორალურია მათთან სიახლოვე, სწორედ ამ მეთოდით იბრძვიან. მართლაც ამორალურია პირადად ჩემთვის თქვენთან და თქვენს რეჟიმთან სიახლოვე. და ეს არის თქვენი იმ ტყუილების დაბრალების მოტივაცია, მაგრამ სიმართლე იმარჯვებს ყოველთვის. ასე იქნება და ასე არის ამ შემთხვევაშიც“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...