პარასკევი, ივლისი 4, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიავარკეთილის ხევის პარკი საზეიმოდ გაიხსნა - კახა კალაძის...

ვარკეთილის ხევის პარკი საზეიმოდ გაიხსნა – კახა კალაძის მისალოცი სიტყვა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში, 3.5 ჰექტარ ფართობზე არსებული პარკის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. განახლებული პარკი დღეს საზეიმო კონცერტით გაიხსნა.

ახლად გახსნილი პარკი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.

მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ჩვენი დაპირება, რომ ამ სივრცეში ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ადგილს მოვაწყობდით, შესრულებულია. ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ სამგორის რაიონში მსგავსი პროექტის განხორციელება მოვახერხეთ. მეამაყება, რომ მოეწყო სივრცე, სადაც დასვენებისთვის, გართობისთვის, განტვირთვისთვის შესაბამისი ადგილი ყველა თაობის ადამიანისთვის არის განკუთვნილი. ასევე, პატარებისთვის განთავსებულია შესაბამისი ატრაქციონები. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება, თუ როგორ წარმოგვიდგენია ხვალინდელი თბილისი – უფრო მწვანე, უფრო კეთილმოყობილი, განვითარებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ეს არის ჩვენი სიყვარული და პატივისცემა ამ ქალაქისა და აქ მცხოვრები ადამიანების მიმართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას აღნიშნული სივრცის მოფრთხილებისა და დაცვისკენ მოუწოდა.

მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი იყოს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცეებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კეთდება ჩვენთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, კეთდება ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის. ერთი რამ მინდა გთხოვოთ – ამ სილამაზეს სჭირდება გაფრთხილება. მოვუაროთ, არ დავაზიანოთ, დავიცვათ ვანდალიზმისგან. მოვლა-პარტონობას რაც შეეხება, მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ სკვერი იყოს მოწესრიგებული, გალამაზებული, მოვლილი. წარმატებები, გამარჯვება და წინსვლა ყველაფერში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსი და მწვანე ნარგავები შენარჩუნდა. გარემოში მინიმალური ჩარევით, თანამედროვე რეკრეაციული სივრცე შეიქმნა, რომელიც პასიური და აქტიური დასვენების ზონებად დაიყო. პარკი გათვლილია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

პარკის ტერიტორიაზე, მოსასვენებელი სივრცეები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სასმელი წყლის შადრევნები, სკეიტ პარკი, ველობილიკი, გადმოსახედი ბაქანი, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები, ატრაქციონები, სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. ასევე, განახლდა არსებული საფეხმავლო ხიდი და მდელოს სახით, გაჩნდა საპიკნიკე არეალები.

პარკის ტერიტორია შეივსო მწვანე ნარგავებით. დაირგო 1 191 ძირი ხე, 13 930 ძირი ბუჩქი და 14 193 ბალახოვანი მცენარე. ჰიდროთესვის პრინციპით, 21 061 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და 3 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი.

სამუშაოების ღირებულებამ 5 863 718 ლარი შეადგინა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 30...

“თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი ადგილები გამოიყოფა” – კახა კალაძე

„ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, თბილისში დამატებით ახალი საპარკინგო ადგილები გამოიყოფა“, -...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...