ორშაბათი, აპრილი 21, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კიდევ ერთხელ დავინახეთ “ქართული ოცნების” სახე ტყუილით და...

“კიდევ ერთხელ დავინახეთ “ქართული ოცნების” სახე ტყუილით და არცერთი ინიციატივა, არცერთი შეთავაზება მათი მხრიდან” – გიორგი ვაშაძე

პარლამენტში გამართული დებატების ერთგვარ შეჯამებას ახდენს პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მწვავე კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს მმართველი პარტიის მიმართ:

დღეს საპარლამენტო დებატების ფორმატში ჩვენ წარვუდგინეთ “ქართულ ოცნებას” მტკიცებულებები თუ როგორ ეწინააღმდეგება მათი ქმედებები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

მოვითხოვეთ პასუხები, თუ რატომ ესხმიან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს თავს, რატომ არ ასრულებენ შეთანხმებას მართლმსაჯულების რეფორმის, საკონსტიტუციო რეფორმის, დემოკრატიული რეფორმების კუთხით. რატომ ჩამოკიდეს რუსეთის ეკონომიკას საქართველო მაშინ, როდესაც გვქონდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. რატომ ეძახიან მტერს და კრიმინალებს ევროპარლამენტარებს, რომლებმაც მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს კანდიდატის სტატუსს.

პირადად გადავეცი ბატონ კობახიძეს ეს მტკიცებულებები. მათი მხრიდან ისევ ზოგადი ფრაზები, ისევ ტყუილი და რაც მთავარია, რასაც ისინი ამბობდნენ, რომ ოპოზიციას ადანაშაულებდნენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში. ჩვენ ამაზე მოვითხოვეთ მტკიცებულებების მოტანა და დავინახეთ, რომ არანაირი მტკიცებულება ხელში არ აქვთ, იმიტომ რომ სიმართლე მეგობრებო არის ჩვენს მხარეს.

ამ დებატების შემდეგ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენ უნდა გავაგონოთ ხმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, უნდა ვიყოთ ერთიანები ისე როგორც არასდროს და ისევე როგორც უკრაინის მხარდასაჭერად, კანდიდატის წერილის ხელმოსაწერად ათობით ათასი ადამიანის ძალა ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს ასე ერთიანად უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში “ქართული ოცნებას” გამიზნული აქვს, რომ ასე ვთქვათ გადაგვჩეხოს, დიდი ისტორიული შანსი, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოგვტაცოს ხელიდან.

კიდევ ერთხელ დავინახეთ “ქართული ოცნების” სახე ტყუილით და არცერთი ინიციატივა, არცერთი შეთავაზება მათი მხრიდან. ჩვენი არაერთი ინიციატივა იყო თანამშრომლობაზე, რომელზეც მივიღეთ უარი, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენ დღეს ანტიდასავლური, ანტიეროვნული, ანტიქართული ძალა მართავს დღეს საქართველოს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“ჩვენი ქვეყანა უკიდურეს მაჩანჩალად გადაიქცევა ისე მალე, რომ გონს მოსვლას ვერ მოვასწრებთ” – ნათია...

უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით დაწყებულ პოლემიკას კონკრეტული პოზიციით, პროდასავლური...

“უბედურება ეს არის, როდესაც კანონზე ზემოთ დგას – პარტია და ბელადი” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მძიმე შეფასებებს აკეთებს და საზოგადოებას კონკრეტულ...

“აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან” – კახა კალაძე გიორგი გახარიაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...