პარასკევი, აპრილი 26, 2024

“როგორი არაორდინალურიც გახსოვთ ნიკა თავისუფლებაზე, ასეთივე არაორდინალური პატიმარია” – ეკა ხერხეულიძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ეკა ხერხეულიძემ ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მონახულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ამავე არხის ჟურნალისტთან:

..როგორი არაორდინალურიც გახსოვთ ნიკა თავისუფლებაზე, ასეთივე არაორდინალური პატიმარი გახლავთ ნიკა გვარამია. ის არის ყველაზე თავისუფალი ადამიანი, ვინც კი ოდესმე პატიმარი მინახავს. იმიტომ, რომ მისი საზრუნავი ზუსტად იგივეა, რაც თავისუფლებაზე ყოფნისას.

ეს არის ქვეყანა, ეს არის ის გამოწვევები, რასაც ყოველდღიურად ჩვენ – საზოგადოება ვუმკლავდებით და არაფერი პირადული. ეს არის მართლა იშვიათი გამონაკლისი, როცა ადამიანი ყოველთვის გხვდება სხვაზე მზრუნველი. მას ძალიან აწუხებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის გაეცნო დღევანდელ სიახლეებს და არის შეწუხებული. წერილი გამომატანა მასთან და თხოვნა, რომ როგორმე გაუფრთხილდეს და მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას.

რაც შეეხება ,,მთავარის“ ბავშვებს – განსაკუთრებულ მოკითხვას უთვლის. რა თქმა უნდა, ჩემს ბავშვებს – ასე გადმოგცემთ, რომ მათთვის ხართ მთავარი და მთავარი საყრდენი სიტყვის თავისუფლების.

ყველას მადლობას უხდის, ვინც ყურადღებას იჩენს მისი უკანონო პატიმრობის მიმართ. რა თქმა უნდა, არავის არ აწუხებს არაფრით, მხოლოდ საკუთარი ბედის, ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას სთხოვს ყველას, ნებისმიერს – მეც, თქვენც და თითოეულ მათგანს, ვინც მას გულშემატკივრობს“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული