ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ზოგიერთ ოპოზიციური პარტია სწორედ ფაცი-ფუცით არიან დაკავებულები და...

“ზოგიერთ ოპოზიციური პარტია სწორედ ფაცი-ფუცით არიან დაკავებულები და ვხედავთ პირდაპირ, მიზანმიმართულ საქმიანობას იმისთვის, რომ ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მონიჭება” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან კომენატრს აკეთებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ სწორედ ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა ისახავდა მიზნად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენას:

,,საზოგადოება და ,,ქართული ოცნება“ დგას სწორედ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარეს. რაც შეეხება ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას – სწორედ ფაცი-ფუცით არიან დაკავებულები – ერთი, მეორე – ჩვენ ვხედავთ პირდაპირ, მიზანმიმართულ საქმიანობას იმისთვის, რომ ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მონიჭება.

,,ქართული ოცნება’’ არის ის პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას და არა მხოლოდ ხელი მოაწერა. ხანდახან უნდათ იმის თქმა, რომ თითქოს ეს იყო ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შეთანხმებული. ,,ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება, მათ შორის რეგულაციებთან მიმართებით იყო შემაფერხელი ასოცირების შეთანხმების დადებისა.

როდესაც ჩვენ საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად გამოვაცხადეთ განცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობაზე, სხვა პარტიები ამას ცინიკურად ეკიდებოდნენ. ამ პარტიებს უნდათ თავი წარმოადგინონ თითქოს არიან მოწინავეები ამ კუთხით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”: “ლუკაშენკომაც კი იგრძნო საით უბერავს ქარი და უკვე ათავისუფლებს ოპოზიციის...

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოში შემნილ რეალობასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...