შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: კობახიძემ კონკრეტულად დაასახელოს გვარები იმ ოპოზიციონერი...

გიორგი ვაშაძე: კობახიძემ კონკრეტულად დაასახელოს გვარები იმ ოპოზიციონერი დეპუტატების, ვინც აწარმოებდა აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ და ამ ბრალდებების მტკიცებულებები მოიტანოს

კობახიძემ კონკრეტულად დაასახელოს გვარები იმ ოპოზიციონერი დეპუტატების, ვინც დადიოდა დერეფნებში და აწარმოებდა აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ და მოიტანოს მტკიცებულებები ამ ბრალდებების, რადგან კობახიძე და „ქართული ოცნება“ მიეჩვია ტყუილების რახარუხს პრესკონფერენციებზე მტკიცებულებების გარეშე და თუ ამის მტკიცებულებას არ მოიტანს, მოვითხოვ საჯაროდ ბოდიში მოუხადოს ყველა ოპოზიციონერს“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

მისი თქმით, არ შეიძლება ქვეყანას მართავდეს პოლიტიკური ძალა, რომლის თავმჯდომარე მუდმივად ტყუილების ტირაჟირებას და პროპაგანდას ახდენს.

როგორც ჩანს, საქმის აღძვრას აპირებენ ამერიკის ელჩის წინააღმდეგ, აშანტაჟებენ მოსამართლეებს ისე, რომ თუ ვინმე გაბედავს იმ პროგრამაში წასვლას ის სერიოზულად დაიტუქსება იმ ძალადობრივ-კრიმინალური რეჟიმით, რომელიც გაქვთ სასამართლოში კლანის სახით ჩამოყალიბებული და რომელიც აშანტაჟებს მოსამართლეებს, ოჯახებში უვარდება მათ და თვითმკვლელობამდე მიჰყავს მოსამართლეები და ამის მტკიცებულებებს მალე ნახავთ თქვენ და რაც მთავარია, ბოიკოტს უცხადებენ ამერიკას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...