შაბათი, მაისი 10, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიხვალ სამსჯავროზე წარდგება „ქართული ოცნება“ და ვნახოთ, როგორ...

ხვალ სამსჯავროზე წარდგება „ქართული ოცნება“ და ვნახოთ, როგორ გასცემს პასუხს იმ კონკრეტულ კითხვებს, გეგმებს და საკითხებს, რომლებსაც ჩვენ დავსვამთ მათთან მიმართებაში – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივით და პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერით, ხვალ პარლამენტში საპარლამენტო დებატები გაიმართება. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დებატები 17:00 საათზე დაიწყება. გიორგი ვაშაძის თქმით ხვალ „ქართულ ოცნებას“ სამსჯავროზე მოუწევს წარდგენა, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხს შეეხება:

ხვალ პირველად გაიმართება საპარლამენტო დებატები, რომელიც მიეძღვნება ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, სწორედ იმ საკითხებს, რომლებსაც უკვე ასე ღიად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნება“.

ჩვენი ქართული საზოგადოების მთავარი მიზნის მისაღწევად ყველამ ერთად უნდა გავაგონოთ ხმა ევროპას, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ძალიან ბევრ ნაბიჯს დგამს ხელის შესაშლელად.

სწორედ ამიტომ, ხვალ სამსჯავროზე წარდგება „ქართული ოცნება“ და ვნახოთ, როგორ გასცემს პასუხს იმ კონკრეტულ კითხვებს, გეგმებს და საკითხებს, რომლებსაც ჩვენ დავსვამთ მათთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

“თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გეზის გამოცვლას, ვერ შეძლებთ ამ ამაყი ქართველი ერის დაჩოქებას”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ამ დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...