spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"როდესაც სახალხო დამცველს არ აქვს საქმე შესწავლილი და...

“როდესაც სახალხო დამცველს არ აქვს საქმე შესწავლილი და ასე უაპელაციოდ საუბრობს თითქოს საქმის დეტალებზე – ეს არის არაკომპეტენტურობასთან, არაკვალიფიციურობასთან ერთად კიდევ ერთხელ აბსოლუტურად არაობიექტური მიდგომა ამ საქმისადმი” – ანრი ოხანაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი კომენტარს აკეთებს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ დაფიქსირებულ პოზიციასა და პროკურორ ამირან გულუაშვილის მიერ გაკეთებულ განმარტებებთან დაკავშირებით ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან მიმართებაში:

,,ძალიან მძიმე მოცემულობაა, როდესაც სახალხო დამცველი, რომელიც უნდა ზრუნავდეს ადამიანის უფლებებზე და ეს ზრუნვა უნდა გამოიხატებოდეს კონკრეტული საკითხების შესწავლით და ამის შესაბამისად განცხადების გაკეთებით, თუ მას შესწავლილი არ აქვს და მხოლოდ ისეთ სუბიექტზე/პირებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებებს, რომლებიც თავისი არსით არიან დაინტერესებული ამ საქმით.

ანუ დაინტერესებულ პირზე დაყრდნობით განცხადების გავრცელება ნიშნავს არაობიექტურად ინფორმაციის გავრცელებას.

როდესაც სახალხო დამცველს არ აქვს საქმე შესწავლილი და ასე უაპელაციოდ საუბრობს თითქოს საქმის დეტალებზე – ეს არის არაკომპეტენტურობასთან, არაკვალიფიციურობასთან ერთად კიდევ ერთხელ აბსოლუტურად არაობიექტური მიდგომა ამ საქმისადმი, ძალიან რბილად რომ ვთქვათ.

მეტი სიღრმეში რომ აღარ შევიდე, მე მგონი ისედაც ნათელია ყველაფერი აქ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინფორმაციისთვის: პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ გადაცემაში ,,იმედი LIVE” ასევე მწვავე შეფასება გააკეთა სახალხო დამცველის მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზე, როცა ნინო ლომჯარიამ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “საერთოდ დანაშაულის ნიშნები არ იყო და ეს არის კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილება“:

,,სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველს აქვს ასეთი პოზიცია იმ პირობებში, როდესაც ის არ იცნობს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლებს სრულად, მით უფრო მას არ უცდია ჩვენთან, ბრალდების მხარესთან კომუნიკაცია და მისმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით ჰქონდათ ფრაგმენტულად სისხლის სამართლის საქმის მასალები.

იმისათვის, რომ შეფასდეს სისხლის სამართლის საქმე აუცილებელია სულ მცირე შემფასებელმა სრულად იცოდეს ის ინფორმაცია, რაც საქმეში არის მოცემული. სამწუხაროდ, ამგვარი რამ სახალხო დამცველის შემთხვევაში არ ყოფილა.

თუმცა, აქ ერთი მოცემულობა არის მნიშვნელოვანი, სადაც ჩვენ სახალხო დამცველს, ისევე როგორც ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და ,,ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს უნდა დავეთანხმოთ და ჩვენც ანალოგიური სამართლებრივი შეფასებით წარვდექით სასამართლოს წინაშე. ისინი თავადვე ამბობენ, რომ თუ არსებობს პირადი დაინტერესება და ამავდროულად არსებობს კომპანიისათვის ზიანის მიყენება, ეს სამართლებრივად წარმოადგენს დანაშაულს და უნდა ჩაითვალოს დანაშაულად. მოცემულ შემთხვევაში, თვალსაჩინოდ და დოკუმენტურადაა დადასტურებული, რომ მოხდა პირდაპირი ფინანსური ზიანის მიყენება კომპანიისათვის“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია” – კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს

„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...