სამშაბათი, მაისი 21, 2024

“ამხელა პრობლემა არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, კრიტიკული აზრის მოსმენის” – ილო ბეროშვილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დღეს საქართველოში შეხვედრებს გამართავს. ვიზიტთან დაკავშირებით გაიამართა აქცია-პერფორმანსი. აღნიშნულ საკითხზე მასხიობი, ,,მთავარი არხის“ ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი ემოციურ კომენტარს ააკეთებს:

,,ახალი არაფერი არ არის, ჩემი აზრით. აქამდეც ყველასთვის ცხადი იყო, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება არ არის დაცული. ყოველ შემთვევაში, ხელისუფლება ებრძვის და ყველანაირად ცდილობს, რომ კრიტიკული მედია გააჩუმოს. პირდაპირი კავშირია მგონი იმიტომ, რომ მათ ინტერესებთან იკვეთება. ყოველთვის ასეა და ჩემი აზრით, ამხელა პრობლემა არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას კრიტიკული აზრის მოსმენის.

არავისთვის, ალბათ, საქართველოში სიახლე ეს არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩამოდის ბლინკენის მოადგილე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარკვეულწილად აქცია-პერფორმანსის სახით ვიზუალიზაცია მოვახდინოთ იმისი, თუ რამდენად დიდი მცდელობებია საქართველოში არ იყოს სიტყვის თავისუფლება.

ჩვენ გვინდა, რომ შევახსენოთ ბლინკენის მოადგილეს, თუ რამდენად მძიმე სიტუაციაში არის დღეს ქვეყანა. ზოგადად რამდენად დარღვეულია ყველანაირად – არც ადამიანის უფლებებია დაცული, კრიტიკული მედია დევნის ქვეშ არის, სასამართლო არის პოლიტიზირებული. ეს სამი ძირითადი მესიჯია, რომელიც გვინდა, რომ მივიტანოთ ადრესატამდე და იმედია გამოგვივა“, – განაცხადა ილო ბეროშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული