კლინიკა ,,ვივამედის“ დირექტორი ნინო კუზანოვა-ნადირაძე “მთავარი არხის” ჟურნალისტთან კომენტარს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მიმდინარე კვლევებთან დაკავშირებით:
,,ლაბორატორიულმა მონაცემებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ შემდგომი ინსტრუმენტული კვლევები უკვე პაციენტთან შეთანხმებით, ჩვენ მასთან ჯელტმენური შეთანხმება გვაქვს და საკმაოდ კარგი კომუნიკაცია, რომ ფორსირებულ რეჟიმში ეს არ ყოფილიყო და ასე ვთქვათ, თანმიმდევრობით გაკეთებულიყო ეს ყველაფერი.
მივდივართ ფაქტიურად ბოლოსკენ. ბატონი მიხეილი აგრძელებს კვლავ დაკვირვების ქვეშ ყოფნას თერაპიულ განყოფილებაში.
დღესაც გვყვადნენ სპეციალისტები მოწვეული – ფსიქიატრთა ჯგუფი, გაუკეთდა კიდევ სხვა ინსტრუმენტული კვლევები, გუშინ სრული კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა“, – განაცხადა ნინო კუზანოვა-ნადირაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


