spot_img
მთავარირეგიონის ამბებიEuropean Best Destinations ბათუმს ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად...

European Best Destinations ბათუმს ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად ასახელებს

ევროპაში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations ბათუმს ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად ასახელებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში „საუკეთესო ფარული მარგალიტები“ ბათუმი ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და სხვა ევროპული ქვეყნების ტურისტულ ადგილებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

„ბათუმი – ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და გასაოცარი ტურისტული მიმართულება ევროპაში, წელს ევროპის ფარულ მარგალიტებს შორის აღმოჩნდა,“ – იწყებს ბათუმზე წერას European Best Destinations.

„საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, აჭარის დედაქალაქი მთელი წლის განმავლობაში მოსანახულებელი ადგილია. სასიამოვნოა სეირნობა ბათუმის ძველი ქალაქის ცენტრის ისტორიულ ქუჩებში ან ველოსიპედით სეირნობა, ლაშქრობა თუ კანიონინგი ახლომდებარე აჭარის მთებში, ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ბოტანიკური ბაღის მონახულება თუ ბათუმის სანაპიროზე ან ზღვის ხედის მქონე გამაჯანსაღებელ სასტუმროში ნებივრობა. მდიდარი ისტორიითა და მემკვიდრეობით, მსოფლიოში უნიკალური მუზეუმებითა და ერთ-ერთი გაბედული არქიტექტურით მთელ ევროპაში, ბათუმი ასევე არის გამორჩეული ადგილი გასტრონომიისა და ღვინის მოყვარულთათვის.

ბათუმი იდეალური ადგილია ზაფხულში მოგზაურობისთვის, მაისსა და ივნისში ალუბლის ყვავილის სურნელის ქვეშ ისეირნებთ, შეგიძლიათ შეუთავსოთ ერთმანეთს ქალაქში დასვენება და სანაპიროზე გარუჯვა, ველნესი და შოპინგი. შემოდგომა ბათუმის პარკებსა და აჭარის ბუნებას ათას ფერად აფერადებს და ალბათ, წელიწადის საუკეთესო დროა ქალაქიდან ბუნებაში გასვლისათვის წყვილისათვის, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად.

ახალი მოდური სასტუმროები, რომლებიც ყოველდღე იხსნება, აზიისა და ევროპის fusion რესტორნები, rooftop ბარები ყველაზე წარმოუდგენელი შენობების თავზე, დიზაინერთა მაღაზიები და განსაკუთრებული ღამის ცხოვრებით, ბათუმი ბევრად მეტია, ვიდრე ჩამალული მარგალიტი ევროპაში – ის გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო City Break მიმართულება ევროპაში“ ნათქვამია European Best Destinations მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

European Best Destinations-ის რეიტინგებს ეხმაურება წამყვანი მედიაგამოცემები Forbes USA და Conde Nast Traveler. გამოცემები ბათუმის, როგორც ევროპის საუკეთესო ფარული მარგალიტის შესახებ სტატიებს აქვეყნებენ.

European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations.com, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ აწვდის ინფორმაციას. 2020 წელს, European Best Destinations -მა ბათუმი თბილისთან ერთად ევროპის უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა.

სტატია იხილეთ – Best Hidden Gems and Secret Destinations in Europe for 2022 – Europe’s Best Destinations (europeanbestdestinations.com)

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...