შაბათი, აპრილი 20, 2024

გიორგი ვაშაძე – დაპირება შესრულებულია საპენსიო სესხის პროცენტი ნაცვლად 36-38%-ისა მაქსიმუმ 26% იქნება

“სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ პარლამენტში დარეგისტრირებული ინიციატივა საპენსიო სესხის პროცენტის შემცირების საკითზე შედეგი გამოიღო. 2023 წლის 1 იანვრიდან საპენსიო სესხი 36-38%- ის ნაცვლად მაქსიმუმ 26% იქნება.

გიორგი ვაშაძის თქმით ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო და “სტრატეგია აღმაშენებელი” კვლავ აგრძელებს მუშაობას, საპენსიო სესხის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტართა ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი, კომიტეტს გიორგი ვაშაძემ გააცნო.

ჩვენმა საერთო ბრძოლამ შედეგი გამოიღო. როგორც დაგპირდით, მომავალი წლის 1 იანვრიდან პენსიონერებისთვის საპენსიო სესხის პროცენტი ნაცვლად 36-38%-ისა მაქსიმუმ 26% იქნება.
ასევე, პენსიონერებისთვის დაწესდება საბანკო მომსახურეობის გაუმჯობესებული პირობები და ისეთი სერვისები, როგორებიცაა თანხის შეტანა-გამოტანა, კომუნალურის გადახდა, მათთვის იქნება უფასო.

ეს იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ პენსიონერს შესაძლებლობა ჰქონდეს თავად აირჩიოს საბანკო სერვისის მიმღები ბანკი, თავისუფალი კონკურენციის პირობებში სესხის პროცენტი კიდევ უფრო შემცირდეს და სესხის პროცენტის შემცირება მოხდეს უკვე აღებულ სესხებზეც.

ამ მიზნით ჩვენ პარლამენტში დარეგისტრირებული გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა და ვიმედოვნებთ, რომ ამ ინიციატივას სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაუჭერენ მხარს და ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობა არ შეგვხვდება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული