პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ნიკა გვარამიასთვის სასჯელის ზომად პატიმრობის შეფარდებაზე და კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარომადგენელებს:
,,მე მივმართავ ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის გულშემატკივარს ჩვენი ქვეყნისას, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, სენატის წარმომადგენლებს, ყველას, ყველას: თქვენს ქვეყანაში ანალოგიური დანაშაული რომ ჩაედინა ნებისმიერ ადამიანს, იქნებოდა თუ არა ინდულგენცია, რომ ის არის ჟუნალისტი ან ის არის მედიის ხელმძღვანელი? კითხვაზე პასუხი გამეცით, რომ 7 მლნ-ს მოპარავდა ან გაფლანგავდა რომელიმე კერძო კომპანიის – თქვენ მერე გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა?!
არაერთი მაგალითია, მათ შორის – ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ეს არის მედიაზე პოლიტიკური ზეწოლა?
მაგალითად, ჩემთვის კარლ ბილდტი არის კრიმინალი, რომელიც სააკაშვილის და მისი პარტიის პარტნიორია და წლების განმავლობაში ლობისტობდა კრიმინალი სააკაშვილის ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


