პარასკევი, ივლისი 4, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებივახტანგ წერეთლის გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ვახტანგ წერეთლის გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება – საქართველოს პროკურატურა

ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებლისა და მისი მფლობელის, ვახტანგ წერეთლის საგამოძიებო უწყებაში დაბარების ფაქტს საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით,  საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ ვახტანგ წერეთლის  საგამოძიებო უწყებაში  გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ  გამოძიებას  უკავშირდება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში,  შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით ,,თიბისი ბანკისგან“ სესხის სახით მიიღეს 16 664 000  აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისადა ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.

გამოძიების ფარგლებში  მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, სწორედ ამ თანხის – „სამგორი თრეიდისა“ და  „სამგორი M”-დან მიღებული 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო  ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება გრძელდება და დაგეგმილია საქმესთან შემხებლობაში  მყოფი ყველა პირის გამოკითხვა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...