ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"არ არსებობს რაიმე მუქარა ფინანსური რესურსით ბიძინა ივანიშვილისადმი,...

“არ არსებობს რაიმე მუქარა ფინანსური რესურსით ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელიც მას გადაადგმევინებს ისეთ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იქნება მიმართული” – გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მედიასთან გაკეთებულ კომენტარში აცხადებს, რომ შექმნილ სიტუაციაში ოპონენტების ერთადერთი მიზანია, რომ დაზიანდეს ბიძინა ივანიშვილი:

,,არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ის უშველებელი საქველმოქმედო და საქართველოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი პროექტები შეასრულა, შესრულებას აპირებს. ერთადერთი მიზანი არის იქნებ როგორმე ბიძინა ივანიშვილი დაზიანდეს, მათ შორის შვეიცარულ ბანკთან დავის მეშვეობით.

მთელ შვეიცარულ საბანკო სისტემას საკმაოდ სერიოზულ დისკრედიტაციას უკეთებს ეს აბსოლუტურად გაუგონარი დარღვევა, დანაშაული, რაც ჩაიდინა ბანკმა.

არ არსებობს არანაირი ფინანსური რესურსი და რაიმე მუქარა ფინანსური რესურსით ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელიც მას გადაადგმევინებს ისეთ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე
*

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რეგიონში მიმდინარე სერიოზული გეოპოლიტიკურ ცვლილებებებს, საქართველოსთან მიმართებაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...