შაბათი, მაისი 17, 2025
12.9 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"თუ ვინმეს აქვს მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი...

“თუ ვინმეს აქვს მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, ეს პრინციპულად არასწორია” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განცხადებას აკეთებს პარტიის დამფუძნებლთან ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში. მმართველი გუნდის ლიდერი აცხადებს, რომ ,,ომის პარტიის“ მცდელობაა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოაბრუნონ და შემდეგ ამას მოჰყვეს საქართველოს ომში ჩართვა:

,,გვახსოვს იგივე უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით – აბსოლუტურად აუხსნელი, ალოგიკური.

ევტუშენკოვის ზარი – ესეც ხო გაუგებარია. ანუ კაცი არის, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება. ამას თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს. ეს კაცი ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ხდება ,,ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემა. ესეც, ბუნებრივია, კოორდინაციაზე მიუთითებს.

ამას როცა ემატება კონკრეტული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას. ეს, რა თქმა უნდა, დამატებით კითხვებს აჩენს.

არ ვიცი ახლა ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს. თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მე მგონია, რომ ეს მინიმუმ მიუღებელია და პრინციპულად არასწორია. თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს, მე ვფიქრობ, რომ ის ბიძინა ივანიშვილს კარგად არ იცნობს.

საზოგადოებამ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, უნდა იცოდეს ის თუ ვის სურს საქართველო ჩაერთოს ომში და ვის არ სურს?! – რაც დღემდე ვიცოდეთ ,,ნაცმოძრაობას“ ცალსახად სურს, ამას არც მალავენ და ვერც მალავენ, მათ შორის, საკუთარი გარე ექსპერტების მეშვეობით: დაწყებული ლომჯარიათი და გიგაურით, დამთავრებული მარგველაშვილით და უსუფაშვილით, ყველა ლაპარაკობს, პრაქტიკულად ამაზე. მათ რომ სურთ და ისინი რომ არიან ,,ომის პარტია“ – ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით!

უკრაინის ხელისუფლების მხრიდანაც მსგავსი განცხადებები პირდაპირი ფორმით გაკეთდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“დაიმახსოვრეთ, ისეთ ხათაბალაში აღმოჩნდებით, მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხავთ სირცხვილს…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებას კონკრეტული რჩევა-შეთავაზებით...