სამშაბათი, მაისი 13, 2025
23.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: "ქართული ოცნება" დღეს პარლამენტში დროს იყენებს...

პაატა მანჯგალაძე: “ქართული ოცნება” დღეს პარლამენტში დროს იყენებს მტრებზე საუბარზე და ვერ ხედავს თავის პრობლემებს

„რეფორმების ჯგუფის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს წარსულზე საუბრის ნაცვლად მოსახლეობას აწმყოზე და მომავალზე ესაუბროს და მუდმივად მტრების ძიებას თავი დაანებოს:

იმ ფონზე, როდესაც რეგიონში, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაზრდილია უსაფრთხოების რისკები, ქვეყანაში არის სიღარიბე და ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობას ყოველდღიურად ლუკმა-პურისთვის ბრძოლა უწევს, სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს პარლამენტში დროს იყენებს მტრებზე საუბარზე და ვერ ხედავს თავის პრობლემებს. ვერ ხედავს, რომ ამ მძიმე ვითარებაში მთავარი პასუხისმგებელი თვითონ არის. გასაგებია, რომ არ ხართ თვითკრიტიკულები, მაგრამ მართლა ვერ გავიგე რაში გვჭირდება სულ წარსულზე ლაპარაკი.

ნუთუ თქვენს ფრაქციაში არ არსებობს ერთი ადამიანი, ვინც აწმყოზე და მომავალზე ისაუბრებს?! ამის პრობლემა არსებობს რეალურად და არსებობს იმიტომ, რომ ვერ დაასახელებთ თუნდაც სამ რეფორმას, რითაც შესაძლებელია მოსახლეობასთან თავი მოიწონოთ ან ვერ იტყვით მომავალში სამ ეროვნული მნიშვნელობის პროექტს, რომლითაც შესაძლებელია მოსახლეობის წინაშე წარსდგეთ.

თქვენი ამოცანაა მუდმივი მტრების ძიება და ყველაფრის სხვებზე გადაბრალება. ესეც მესმის, რომ „ქართულ ოცნებაში“ არსებობს წარმოდგენა, რომ უპირატესობა აქვთ წინა ხელისუფლებასთან რაღაც სტატისტიკურ მაჩვენებლებში და ეს წარსული მუდმივად უნდა შევახსენოთ.

ახლა ვსვამ კითხვას – ვერაფრით ვერ ვხსნი თუ რატომ არის დაკავებული სახელისუფლო მედია ამერიკის ელჩის „გაშავებით“? რატომ არის აშშ-ის ელჩი საქართველოსთვის მიუღებელი? ან რა კითხვას უსვამს სახელისუფლო მედიიდან ერთ-ერთი პროპაგანდისტი ქალბატონ ელჩს, რომ ომის დაწყება უნდა?! ეს ხომ რუსული ნარატივის გაგრძელებაა, რომ კოლექტიურ დასავლეთს მეორე ფრონტის გახსნა უნდა?! ასეთი რიტორიკა რაში გვჭირდებათ?

მე ვფიქრობდი, რომ ეს შემთხვევით წამოცდენები იყო, მაგრამ თუ კარგ ანალიზს გავაკეთებთ, ყველა თქვენთაგანზე არ ვამბობ, მაგრამ არსებობენ გარკვეული ადამიანები, ვინც ამას მიზანმიმართულად აკეთებენ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

“ეს დღე დარჩება საქართველოს საბედისწერო ნათელ წერტილად, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამ დიადი ამბის მთავარ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ვიდეოს...

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...