სამშაბათი, აპრილი 22, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მატყუარას და გადამგდების იმიჯი აქვს "ქართულ ოცნებას" ამერიკაში"...

“მატყუარას და გადამგდების იმიჯი აქვს “ქართულ ოცნებას” ამერიკაში” – გიორგი ვაშაძე

ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემა “კვირის ფორმულაში” ვაშინგტონიდან ჩართვისას, პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს მმართველ პარტიასთან მიმართებაში:

მატყუარას და გადამგდების იმიჯი აქვს „ქართულ ოცნებას“ ამერიკაში. ვაშინგტონში ამაზე ღიად საუბრობენ, არც მალავენ. ნულოვანი ნდობაა მათთან მიმართებაში!

სწორედ ამიტომ ჩვენ ვუთხარით, რომ მხოლოდ პოზიციის დაფიქსირება, მმართველმა პარტიამ შეასრულოს ვალდებულებები, საკმარისი არაა და საჭიროა იძულების მექანიზმის გამოყენება.

უახლოესი თვეებში ნახავთ სრულიად ახალ დოკუმენტებს, რომლებიც, საქართველოსთან მიმართებაში, სავარაუდოდ, კონგრესის მიერ იქნება ინიცირებული და სადაც იქნება კონკრეტულად განსაზღვრული, რომ ყველა დახმარება, რასაც საქართველო მიიღებს, იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმებთან დაკავშირებით.

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება, ვინც საქართველოზე მუშაობს, იციან თავიდან ბოლომდე. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს. “ქართულ ოცნებაში” შეიძლება ეგონათ, რომ ჩვენ დავივიწყებდით და “ჩაიფარცხებოდა” ეს საქმე, თუმცა ასე ვერ მოხდება, ეს საკითხი ასე ვერ “ჩაიფარცხება”. ამ შეთანხმებას ხელი ამერიკული და ევროპული გარანტის ქვეშ მოვაწერეთ, შესაბამისად ვითხოვთ საგარანტიო მოქმედებების აღსრულებას. ტყუილი და გადაგდება არ უნდა გაუვიდეს “ქართულ ოცნებას”. 

“ქართული ოცნება” და ივანიშვილი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის დამთავრებულია! ნამდვილად არ სურთ მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობა.

ახლა უკვე ჩვენზეა, ქართველ ხალხზე, დამოკიდებული ყველაფერი, რადგან ამერიკა და ევროპა ჩვენ გასაკეთებელს ვერ გააკეთებს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...

“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...