პარასკევი, აპრილი 26, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 07.05-10.05 პერიოდისთვის

6 მაისს გამართულ ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება შემდგომი 4 დღის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დღეებშიც გაგრძელდა ლარის არასტაბილური კურსი და შეინიშნებოდა გამყარების ნიშნებიც სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებაში. ბოლო ვაჭრობაზეც გამყარება მოხდა რამდენიმე წამყვანი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში. კერძოდ, ლარის კურსის შემდეგი დინამიკა გამოიკვეთა დოლართან მიმართებაში წინა 4 ვაჭრობის შედეგად და ასევე უნდა აღინიშნოს ლარის კურსის მკვეთრი გამყარება 4 მაისს:

3 მაისი – 3.0590;
4 მაისი – 3.0331;
5 მაისი – 3.0384;
6 მაისი – 3.0398.

მკვეთრი გამყარების შემდეგ მცირედ გაუფასურებული ლარი ისევ გამყარდა ბოლო ვაჭრობაზე და 7 მაისიდან, 4 დღის განმავლობაში, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კი იქნება – 3.0318, ანუ წინა დღის კურსთან მიმართებაში გამყარდა 0.0080 ლარით.

ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსი არასტაბილური იყო ევროსთან მიმართებაში, თუმცა ბოლო ვაჭრობაზე შედარებით გამყარდა 0.0088 ლარით. თუ 6 მაისის ვაჭრობამდე 1 ევრო ღირდა 3.2198 ლარი, ხოლო შემდგომი 4 დღის 1 ევრო ეღირება 3.2110 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7506 ლარი
1 თურქული ლირა – 0.2029 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 1.0019 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.7886 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.3609 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0839 ლარი
10 ჩინური იუანი – 4.5432 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 8.9194 ლარი
100 იაპონური იენი – 2.3262 ლარი

ბოლო დღეებში ისევ გაგრძელდა ლარის კურსის გაუფასურება რუსულ რუბლთან მიმართებაში, კერძოდ 100 რუსული რუბლი:

3 მაისი – 4.3043;
4 მაისი – 4.3595;
5 მაისი – 4.5346;
6 მაისი – 4.6551.

თუმცა, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ლარი, 6 მაისის ვაჭრობაზე, გამყარდა 0.0842 ლარით და შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში 100 რუსული რუბლი ეღირება 4.5709 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული