spot_img
მთავარიარჩევნები"ცესკო არ არის ორგანო, რომელმაც მანდატის მინიჭების საკითხი...

“ცესკო არ არის ორგანო, რომელმაც მანდატის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს – ეს ყველაზე სახიფათო ჩანაწერი იქნება საარჩევნო კოდექსში” – ანა კობახიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი და ცესკოს წევრი ანა კობახიძე იმ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილება, საკრებულოს ნაცვლად, ცესკომ უნდა ცნოს. ანა კობახიძის აზრით ცენტრალური საარჩევნო კომისია არაა უფლებამოსილი მანდატების მინიჭების ან არმინიჭების საკითხი გადაწყვიტოს. მისი თქმით აღნიშნული ინიციატივა იქნება ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ჩანაწერი საარჩევნო კოდექსში:

“ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არის ის ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ვინმესთვის მანდატის მინიჭება/არმინიჭების საკითხი გადაწყვიტოს. ადმინისტრაცია პასუხისმგებელია არჩევნების მომზადებაზე, ჩატარებაზე და შედეგების შეჯამებაზე. ამ ,,ფუნქციის” დამატება ცესკოსთვის იქნება უფლებამოსილების გადამეტება და კიდევ ერთი არადემოკრატიული ნაბიჯი, რომელიც ნდობის უფრო შემცირებას გამოიწვევს (და IRI-ის ბოლო კვლევაც სწორედ ამაზე მიუთითებს).

თუ აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტი ძალაში შევა, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ჩანაწერი საარჩევნო კოდექსში, რადგან ახლანდელი ადმინისტრაციის შემადგენლობას მოუწევს გადაწყვიტოს არჩევნებში გამარჯვებულის უფლებამოსილების ცნობის საკითხი. ახლა ეს ცვლილება მორგებულია ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების თავიდან ასაცილებლად, ხოლო შემდგომ ცესკოს ექნება ბერკეტი იმ შემთხვევაში თუ ,,ოცნების” არასასურველი კანდიდატი გაიმარჯვებს საერთოდ არ ცნოს ასეთი დეპუტატების უფლებამოსილება”, – აცხადებს ანა კობახიძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ისტორიის მნიშვნელობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...