ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები"

გიორგი ვაშაძე: “საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ოპოზიციონერი ლიდერის აზრით, „ქართული ოცნება“ რადიკალიზაციისკენ მიდის, რაც ამერიკელი და ევროპელი კოლეგებისთვის მიუღებელია. ვაშაძე აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო არ აცდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, დაჩქარდეს ნატოში ინტეგრაციის პროცესი:

საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები. – რატომ? ამას აქვს ორი ფაქტორი:

პირველი – “ქართული ოცნება” მიდის მეტი რადიკალიზაციისკენ, ის არ გვისმენს ჩვენ, ის არ ასრულებს არაფერს, მას სურს რომ ყველა მოგვნათლოს “ომის პარტიებად”. სასაცილოა უბრალოდ მათი ეს არგუმენტაცია და ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია;

მეორე – ხელისუფლება თავად ახდენს რადიკალიზაციას, პოლარიზებას. ყველა შეთანხმების თუ თანხმობის წინადადებაზე უარს გვეუბნება.

მოუსმინეთ ამერიკის ელჩს ის ამბობს, რომ უნდა დავდგეთ ერთად. რას ვამბობთ ჩვენ “სტრატეგია აღმაშენებელი”? – უნდა დავდგეთ ერთად. ეს არის ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მთავარი გზავნილი, რომელსაც “ქართული ოცნება” პასუხობს, რომ “არა და არასდროს”. ეს არის მათი პასუხი – კობახიძის, მდინარაძის, ყველასი აბსოლუტურად და ამაზე ისინი მიიღებენ პასუხს, მიიღებენ რიგგარეშე არჩევნებს.

იმისთვის, რომ საქართველო არ აცდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, იმისთვის რომ ჩვენმა ქვეყანამ დააჩქაროს “ნატო”-ში ინტეგრაცია, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

მე კიდევ ერთხელ შემრცხვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ხელისუფლებაა, რადგან ეს განცხადებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მხრიდან კეთდება, არის ანტიეროვნული იმიტომ, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს აყენებს საშინელ ზიანს.

ყველა შეხვედრაზე, რაც კი ვაშინგტონში მქონდა, ჯერ კითხვებს მისვამენ:

  • რა ხდება საქართველოში?!
  • რა კავშირი აქვს საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან?!
  • რატომ არის თქვენი ქვეყნის მიმართ ასეთი განცხადებები?!

ეს ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის არის საშინელი დარტყმა“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიზნესი, ვინც ჩუმადაა და ფიქრობს, რომ გადარჩება – მაინც ვერ გადარჩება ამ საშინელი სიჩუმით”...

მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ნორმების შემოღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

“პარტიების ლიდერებს და სინდისის პატიმრებს გაუშვებენ, გაღიმებულ ქოცებს დაგთვლით პოპკორნით ხელში🙏😀” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ვარაუდები და მოლოდინები: "დიფსთეიტი...

“როგორ ქმნიან ოპოზიციურ ერთობას ჩვენი პარტიები… ჩემი ფანტაზიორა აფერისტები 😀😀 ❤️❤️” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია პროდასავლურ პოლიტიკურ ველზე შექმნილ რეალობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...