კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"საგანგაშოა “ქართული ოცნების” მთავარი მედია პროპაგანდისტების მხრიდან ამერიკის...

“საგანგაშოა “ქართული ოცნების” მთავარი მედია პროპაგანდისტების მხრიდან ამერიკის ელჩზე პროპაგანდისტული თავდასხმა” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე ვაშინგტონიდან ეხმაურება გია გაჩეჩილაძის (“უცნობი”) მიერ კელი დეგნანის მიმართ გაკეთებულ განცხადებას. გიორგი ვაშაძის თქმით მისი პარტია აშშ-ს ელჩის ერთიანობის პათოსს იზიარებს და “ქართული ოცნების” პროპაგანდისტების მსგავსი თავდასხმები საგანგაშო ნიშნულია

საგანგაშოა “ქართული ოცნების” მთავარი მედია პროპაგანდისტების მხრიდან ამერიკის ელჩზე პროპაგანდისტული თავდასხმა, ანტიდასავლური რიტორიკისთვის დამახასიათებელი ხერხების გამოყენებით.

ელჩი დეგნანი გამორჩეულია საქართველოს და ქართველი ერის განსაკუთრებული თანადგომით.

სრულად ვიზიარებთ ელჩის პათოსს ერთიანობასთან დაკავშირებით, რადგან სწორედ ეროვნული თანხმობა დეოკუპაციის, ევროინტეგრაციისა და რუსული აგრესიისაგან თავდაცვის საკითხზე არის ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება და არა გაუთავებელი ტალახის სროლა, კინკლაობა და მოსახლეობის დაშინება, რასაც “ქართული ოცნება” და მისი აგიტატორ პროპაგანდისტები გვთავაზობენ.

სრული მხარდაჭერა და თანადგომა ქალბატონ კელი დეგნანს.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და ამერიკა!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

 

ინფორმაციისთვის – მუსიკოსი, მომღერალი, მედიაში სხვადასხვა პროექტის ავტორი გია გაჩეჩილაძე (“უცნობი”) ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 3 შეკითხვით მიმართავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს:

40 ათასი კაცის სახელით, მინდა შეკითხვა დავუსვა ქალბატონ კელი დეგნანს, მართლა მაინტერესებს, ვფიცავარ ყველაფერს:
– მომხრეა თუ არა ის საქართველოში მეორე ფრონტის;
– მომხრეა თუ არა სააკაშვილის გამოშვების;
– და მომხრეა თუ არა რიგგარეშე არჩევნების?“ – ეკითხება გიორგი გაჩეჩილაძე.

აქვე აღსანიშნავია, საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის პოზიცია ერთიანობასთან დაკავშირებით:

უკრაინასა და აქ, საქართველოში, გარკვეულ ადამიანებს შორის, ურთიერთბრალდებების საკითხს რაც შეეხება – მე არ მომისმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ცდილობს ჩაითრიოს საქართველო ომში. სინამდვილეში, მე მოვისმინე, რომ ადამიანები არიან ძალიან ფრთხილი და ძალიან სენსიტიური იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია რუსული ძალები.

საქართველომ უკვე გამოიარა საკუთარ მოქალაქეებზე რუსეთის ძალების თავდასხმისა და ტერიტორიის ოკუპაციის მტკივნეული გამოცდილება.

ასე რომ, ვფიქრობ, ნამდვილად სასარგებლო იქნება ახლა, როდესაც ყველა ერთად უნდა დადგეს ყველასთვის, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...