ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
12 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისის მერიის მხარდაჭერით, "ქოლგა თბილისი" ფოტოკვირეული გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, “ქოლგა თბილისი” ფოტოკვირეული გაიმართება

6 მაისს, 20:00-ზე, „არტარეა“-ში, ყოფილი თბოსადგურის ტერიტორიაზე, „ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეულის გახსნის ცერემონია გაიმართება, რომლის მუსიკალური მასპინძელი Pitter J იქნება.

ღონისძიებაზე დასახელდებიან 2022 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია; რეპორტაჟი; კონცეპტუალური ფოტოპროექტი; ერთი კადრი; მობილური ერთი კადრი.

„ქოლგა თბილისი ფოტო“ მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. წელს ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის მოწვეულ გამოფენებს:

7 მაისი, 16:00 საათი – გია ჭანტურიას ქ. N8, გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი, დევი თარხნიშვილის არქივი „მთების სიმაღლიდან“;

7 მაისი, 17:00 საათი – მარჯანიშვილის ქ. N7, „თიბისი კონცეპტი“, ვახო ხეთაგურის „მთის მიღმა 2015“;

7 მაისი, 18:00 საათი – სიონის ქ. N8, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, მიჰაელ ფონ გრაფენრიდის „ჩვენი ქალაქი, აშშ ახლო ხედით დღეს“;

7 მაისი, 18:00 საათი – სიონის ქ. N8, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, სთივენ შეიმსი, „შავი პანტერების პარტია“;

7 მაისი, 18:00 საათი – სიონის ქ. N8 თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, Слава Украини ჯგუფური გამოფენა;

7 მაისი, 18:00 საათი – სიონის ქ. N8, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, ივო დანჩევი – ორ სამყაროს შორის „National Geographic საქართველო“;

8 მაისი, 17:00 საათი – ჭოველიძის ქ. N1, სასტუმრო Rooms – მთავარი ოთახი, ლარა მიჩელი ექსტრასისტოლები, „როცა გული ფრიალებს“;

8 მაისი, 18:30 საათი – კარგარეთელის N6, ხელოვნების სასახლე, ჯონ რ პეპერი „იტალიის ფრაგმენტები 1970-2010“;

8 მაისი, 20:00 საათი – რუსთაველის გამზირი N27, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, გურამ თიკანაძე „სხვა საბჭოთა ადამიანი“;

9 მაისი, 17:00 საათი – სიონის ქ. N8, ღვინის მუზეუმი/თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, „მართული ჩვენება როგორ იყო/დაინახო ქალი“, Purpur Collective-ის ვიდეო;

9 მაისი, 19:00 საათი – დოდო აბაშიძის ქ. N10. „არტარეა გალერეა“, F37 – დამოუკიდებელ ფოტოგრაფთა კავშირი „უყურო რომ გაიგონო“;

9 მაისი, 19:00 საათი – იუნკერების ქ. N1/12, უსახელო გალერეა თბილისი, რენა ეფენდი „ზამთრის მოლოდინში“;

10 მაისი, 17:00 საათი – მარჯანიშვილის ქ. N7, „თიბისი კონცეპტი“, სანდრო სულაბერიძე „გარე თვალით დამკვირვებელი“;

10 მაისი, 19:00 საათი – ვაჟა-ფშაველას N1/პეკინის ქ. N4, საქართველოს ეროვნული არქივი,
გივი კიკვაძე საქინფორმის არქივიდან;

„ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეულის წარმდგენია „თიბისი ბანკი“. მხარდამჭერი თბილისის მერია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეროვნული არქივი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ასევე, იტალიის საელჩო საქართველოში, სასტუმროები „რუმსი“ და „მოქსი“.

ღონისძიების სპონსორია კომპანია „ქენონი“, პარტნიორები: „არდი“, ტელეკომპანია „ფორმულა“, „არტარეა“, რადიო „კომერსანტი“, „ალმა“, at.ge, National Geographic და „პუბლიკა“.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოსყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ლიტერატურის, შემოქმედების, ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...