spot_img
მთავარირეგიონის ამბები"აჭარის მთავრობა აკეთებს ყველაფერს რომ უკრაინის არცერთი მოქალაქე...

“აჭარის მთავრობა აკეთებს ყველაფერს რომ უკრაინის არცერთი მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრებლის და კვებითი მომსახურების გარეშე” – თინათინ ზოიძე

უკრაინის მოქალაქეების განთავსების საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ და აღნიშნა რომ უკრაინის არცერთი მოქალაქე არ დარჩება მზრუნველობის გარეშე:

,,ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობა, აჭარის მთავრობა აკეთებს ყველაფერს რომ უკრაინის არცერთი მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრებლის და კვებითი მომსახურების გარეშე.

პირველივე დღიდან აჭარის რეგიონში შემოსული უკრაინის ყველა მოქალაქისთვის, რომელმაც მოგვმართა თხოვნით, რომ ესაჭიროებოდა დახმარება, იქნა უზრუნველყოფილი. ასევე, შემუშავდა კონკრეტული პროგრამა როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე აჭარის რეგიონის დონეზე, რომლის ფარგლებშიც გამოიყო კონკრეტული ბიუჯეტი უკრაინის მოქალაქეების განთავსებიდა და საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

იმატა მომართვიანობამ, როგორც საზღვრიდან ახლადშემოსული უკრაინის მოქალაქეების, ასევე საქართველოს სხვა რეგონებში მყოფი მოქალაქეებიც უკვე გამოდიან ბათუმში, გაზრდილია მომართვიანობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, აჭარის მთავრობასთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მაქსიმუმს აკეთებს, რომ უკრაინის თითოეული მოქალაქისთვის მოძიებული იქნას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. ის მოქალაქეები, ვინც განთავსებული არიან მაღალი კლასის სასტუმროებში, მათთვის უკვე გამოიძებნა ბინები, ასევე სხვა ტიპის ალტერნატიული საცხოვრებელი ეტაპობრივად იქნება შეთავაზებული.

ჩვენთვის უკრაინის თემა არის ძალიან სენსიტიური. ძალიან სოლიდარულად ვართ განწყობილი იმ პროცესების მიმართ, რაც უკრაინაში ხდება. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს შესაძლებლობების ფარგლებში, რომ არც ერთი უკრაინელი არ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე.

აქტიურად ვართ კომუნიკაციაში იმ მოქალაქეებთან, ვინც განთავსებული არიან როგორც მაღალი კლასის სასტუმროებში, ასევე ზოგადად აჭარაში და ჩვენ მათთან კოორდინაციაში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ არც ერთი უკრაინის მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრისის გარეშე”, – განაცხადა თინათინ ზოიძემ.

აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...