ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს ახლა სჭირდება როგორც თავდაცვის უნარიანობის, ასევე ეკონომიკური...

“საქართველოს ახლა სჭირდება როგორც თავდაცვის უნარიანობის, ასევე ეკონომიკური კუთხით დახმარება” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატორი შაჰინის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იყო საუბარი.

გიორგი ვაშაძის თქმით შეხვედრაზე ორი მნიშვნელოვანი თემა განიხილებოდა, 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რეფორმების განხორციელება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ეკონომიკური მიმართულებით დახმარების გაზრდა:

შეხვედრა გვქონდა სენატორი შაჰინის ოფისის წევრებთან, სენატორი შაჰინი არის ძალიან აქტიური საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ კონკრეტულ საკითხზე: პირველი – იმისთვის რომ დავუახლოვდეთ ამერიკას აუცილებლად საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების გატარება, ეს არის საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია წარმოდგენილი, რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან საკითხს – საქართველოს ახლა სჭირდება როგორც თავდაცვის უნარიანობის, ასევე ეკონომიკური კუთხით დახმარება.

ჩვენ კვლავ დავაყენეთ საკითხი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე მეტი მხარდაჭერა ისევე როგორც უკრაინას საქართველოსაც, მაგრამ ამისთვის რა თქმა უნდა მთავრობის აქტიურობაა საჭირო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნახირო, რა გჭირთ, რისი გეშინიათ ასე მწარედ? რამ შეგაშინათ, ხომ ხართ კარგად?🤨🧐” – დავით...

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მის მიმართ...

“რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?” – ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში...

“მონობაზე უარესი მხოლოდ ნებაყოფლობითი მონობაა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ემოციურ შეფასებებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...