spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიმეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები უნდა იყოს მოწესრიგებული, რადგან რაც...

მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები უნდა იყოს მოწესრიგებული, რადგან რაც იქ ხდება, მიუღებელია – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გარე ვაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება გრძელდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამჯერად მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს და გარე მოვაჭრეები გადაყვანილი არიან ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე.

თბილისში გარე ვაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით, დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ამჯერად, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე ხდებოდა გარე ვაჭრობა, რაც მიუღებელია. ამ ადამიანების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული. ეს ადამიანები ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადავიყვანეთ. ამაში ჩართული იყო გამგეობა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი.

ბაზრობის დირექციასთან ურთიერთშეთანხმებით, გაკეთდა შეღავათიანი პირობები გარე მოვაჭრეებისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობა განახორციელონ. ტერიტორია კი მოწესრიგდება, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული და დენდროლოგიური სამუშაოები უკვე დაწყებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი პროცედურები და გარე მოვაჭრეების ბაზრობების შიდა ნაწილში გადაყვანა მეტროსადგურების – „ახმეტელის თეატრისა“ და „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიებიდანაც მოხდება.

ჩვენ ანალოგიური მიდგომა გვაქვს ყველა მეტროსადგურის შესასვლელთან. შესაბამისი პროცედურები დაიწყო მეტროსადგურების – „ახმეტელის თეატრისა“ და „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიებზე. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გამგეობებს, ბაზრობების დირექციებს, მუნიციპალურ ინსპექციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაჟორიტარ დეპუტატებს პროცესებში ჩართულობისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი მუშაობს ჯიხურების საკითხზეც, რათა მათი გადატანა შესაბამის ტერიტორიებზე მოხდეს.

ასევე, გვაქვს კონკრეტული პრობლემა ჯიხურებთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. გვინდა, რომ მათი გადატანა მოხდეს ისეთ ადგილებზე, სადაც პრობლემას არ შექმნის, არც ვიზუალური, არც სატრანსპორტო თვალსაზრისით და არც ფეხით მოსიარულეებისთვის. მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები უნდა იყოს მოწესრიგებული, რადგან რაც დღეს იქ ხდება, მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...