ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიმეტროსადგურების - „სამგორის“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან...

მეტროსადგურების – „სამგორის“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციები გაიტანეს

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ე.წ. ნავთლუღი) და მეველის ქუჩიდან, ასევე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.

ორივე ლოკაცია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. მუნიციპალურმა ინსპექციამ მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.

„სამგორისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისნისა და გლდანის რაიონის გამგებლებს ახლომდებარე ბაზრობების დირექციასთან მოლაპარაკება დაავალა, რათა გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. გამგეობების წარმომადგენლებისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების მუშაობის შედეგად, ბაზრობის დირექცია გარემოვაჭრეებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს და ისინი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ.

აღნიშნული მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აღკვეთის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის მერიას, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და რაიონულ გამგეობებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს.

გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდებოდა, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და ტროტუარის დაკავების შედეგად, ფეხითმოსიარულეთა გადაადგილება ფერხდებოდა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რავი ძაან ბრუტალურად დაიწყეს და ბოლოს მასობრივ მოფსმევინებაზე გადავიდნენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ნარკოტესტებზე შესამოწმებლად ახალგაზრდების,...

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

“გაფუჭებულმა-გახრწნილმა “პოლიტპროდუქტმა” აგვიყროლა ჩვენი ლამაზი ქვეყანა!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის არაპირდაპირი მინიშნებები: "რომ...

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...