კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები1 მაისიდან საავტომობილო გადაზიდვების ნებართვები ძვირდება და ახალი...

1 მაისიდან საავტომობილო გადაზიდვების ნებართვები ძვირდება და ახალი რეგულაციები შემოდის – ორგანიზაცია “ანტიკორუფციული მოძრაობა”

ორგანიზაცია “ანტიკორუფციული მოძრაობა” მიერ შემოღებულ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

ამ ვითარებაში როცა, სახეზეა რეგიონში ტვირთების ახალი გადანაწილების ტენდენცია, თუნდაც, ევროპის რიგი ქვეყნები (14 ევროპული ქვეყანა) უკრაინასთან მიმართებით საავტომობილო გადაზიდვების ნებართვებს საერთოდ აუქმებენ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო 1 მაისიდან, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ახალ რეგულაციებს აწესებს და გადაზიდვების ნებართვებს აძვირებს.

რეგულაციები მიმართულია, ერთჯერადი ნებართვების საფასურის 100% ით (2 ჯერ) გაზრდაზე, კერძოდ, თუ აქამდე ერთჯერადი ნებართვის ღირებულება 70 ლარს შეადგენდა ახალი რეგულაციით 140 ლარი გახდა, დაჩქარებული ტიპის ნებართვა 100 ლარის ნაცვლად კი 200 ლარი ეღირება. გაურკვეველია ეკონომიკის სამინისტროს მოტივი, რის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

ბუნებრივია, ნებართვების ორჯერ გაძვირება რომელიც თანხვდენილია საწვავის გაძვირებასთან, რთულ მდგომარეობაში აყენებს ქართველ გადამზიდავის კონკურენტუნარიანობას და მის მიმზიდველობას საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარზე. პრაქტიკულად გადამზიდავი საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე ახორციელებს დღესაც გადაზიდვებს. საბოლოო ჯამში ტრანსპორტირების ხარჯების ასეთი ზრდა პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულებაზეც აისახება.

1 მაისიდან, ახალი რეგულაციები შეეხება მრავალჯერადი ნებართვების გაცემის წესსაც, მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერადი ნებართვის გაცემის წესი, წლების მანძილზე, მოითხოვდა გარკვეულ მოწესრიგებას, ამ ეტაპზე ფინანსურად არამდგრადი ქართველი გადამზიდისათვის, რთულად წარმოსადგენია, რომ შეძლოს 5 ეკოლოგიურად მაღალი ევრო 5-6 სატვირთო ავტომობილის ერთ კომპანიაში თავმოყრა და ჯამურად 30 000 ევროს საბანკო ანგარიშზე აკუმლირება.

ამ თვალსაზრისით, ასეთი რეგულირება დიდი ალბათობით კორუფციის ნაყოფიერ ნიადაგს შექმნის. რადგანაც, წვრილი, პირობითად, ერთ სატვირთო ავტომობილიანი გადამზიდავი მრავალჯერადი ნებართვის მისაღებად, ირიბად, გარკვეული „ფარული“ გასამრჯელოს საფუძველზე, გაურიგდეს ფინანსურად ძლიერ გადამზიდავს და აღმოჩნდეს მისი „ქოლგის“ ქვეშ.

საავტომობილო გადამზიდავი კომპანიები, საკუთარ გულისწყრომას გამოთქვამენ ერთჯერადი ნებრათვების გაცემასთან დაკავშირებით, იმ ვითარებაში, როცა მსოფლიოში ფართოდაა აპრობირებული ნებართების გაცემის ელექტრონული მოდელი, ჩვენთან ჯერ კიდევ, გადამზიდავი ვალდებულია ნებართვა აიღოს უშუალოდ სააგენტოში, რაც გადამზიდავისათვის დამატებით დისკომფორტს წარმოადგენს.

ანტიკორუფციული მოძრაობა მიმართვას საქართველოს პარლამენტს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რადგან აღნიშნული რეგულაციები შეეხება ათასობით თვითდასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც საქართველოში დაკავებულები არიან საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვებით, მოხდეს ეკონომიკის მინისტრის და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის პარლამენტში დაბარება, რეგულაციის ძალაში შესვლის შეჩერება და საკითხის ირგვლივ საჯარო დისკუსიის გამართვა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ინფორმაციას ანტიკორუფციული მოძრაობა ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ქოციანობა რომ დასრულდება და რუსი რომ საბოლოოდ წავა აქედან, მაშინ დაუბრუნდება ყველას თავისი ნამდვილი...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა” – კახა...

„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...