ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაკახა კალაძე: "საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე კარგი საზომია"

კახა კალაძე: “საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე კარგი საზომია”

ჩემთვის ყველაზე კარგი საზომი არის საზოგადოების მხარდაჭერა, მათთან ურთიერთობა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „IRI“-ს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების შეფასებისას მედიასთან განაცხადა.

ჩემი დამოკიდებულება მსგავს კვლევებთან მიმართებით იცით. არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია და, რა თქმა უნდა არც ამჯერად შემიცვლია აზრი. შეგიძლიათ ნახოთ კვლევები 2012 წლიდან მოყოლებული, რას აცხადებდნენ და შემდეგ რა შედეგები დგებოდა არჩევნებზე.

ჩემთვის ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი საზომი არის საზოგადოების მხარდაჭერა, მათთან ურთიერთობა. არასდროს გამიწყვეტია კავშირი საზოგადოებასთან, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და ის განწყობა და დამოკიდებულება, რაც საზოგადოების მხრიდან იგრძნობა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები ამ ურთიერთობებს.

ყველაფერს გავაკეთებ მომავალშიც იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო ლამაზი, მწვანე და მასში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ კომფორტულად ცხოვრების საშუალება“, – განაცადა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისივე თქმით, კვლევების გარეშეც თვალსაჩინო და ცხადია საზოგადოების ნდობა მმართველი პარტიისადმი.

მმართველ პარტიას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩანს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ზრუნავს ხალხზე.

შეიძლება, რაღაც შეცდომები ჩვენც გვაქვს, რაღაცის გაკეთება დავაგვიანეთ, მაგრამ არასდროს მიგვიყენებია შეურაცხყოფა ქართველი ხალხისთვის, არასდროს დაგვიჩაგრავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, არასდროს წაგვირთმევია.

გახსოვთ, წლების განმავლობაში რა დამოკიდებულება იყო ბიზნესის მიმართ, რა ხდებოდა ციხეებში პატიმრების მიმართ. ეს ყველაფერი საზოგადოებას ახსოვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რეგიონში მიმდინარე სერიოზული გეოპოლიტიკურ ცვლილებებებს, საქართველოსთან მიმართებაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...