პარასკევი, ივლისი 4, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ჯარიმები არავის უხარია, მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ...

“ჯარიმები არავის უხარია, მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქში წესრიგი იყოს” – კახა კალაძე

თბილისის მერიამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც დედაქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ცვლილებები, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს, დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა. თბილისის მერის განმარტებით იგეგმება პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრება:

ჩვენ გვაქვს ქალაქში პრობლემები გარკვეული მიმართულებით. ეს არის პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები: ავტომანქანების გაჩერება ისეთ ადგილებში, სადაც ეს აკრძალულია; შშმ პირებისთვის გამოყოფილი ადგილების დაკავება; A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილების დაკავება და ა.შ. გვინდა ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული.

ძალიან ბევრი წერილი შემოდის იმასთან დაკავშირებით, რომ ტროტუარებზე არის გაჩერებული ავტომანქანები და ფეხით გადაადგილება შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, გვინდა ეს ყველაფერი დარეგულირდეს.

ვინაიდან ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს ამ ყველაფერს, გარკვეული ცვლილებები განხორციელდება კანონში ჯარიმების გაზრდის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჯარიმები არავის უხარია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქში წესრიგი იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  • საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით, ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობის გამო;
  • ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება აქამდე თუ 50 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებდა, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმა 100 ლარამდე გაიზრდება. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ასევე გაორმაგდება საურავი, რომელიც ამჟამად 100 ლარია;
  • 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს ტაქსის პარკირების ადგილზე პარკირება, ასევე, გაორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;
  • სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვებისთვის პირი 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავი 200 ლარი იქნება;
  • თბილისში პარკირების საფასურის გადახდის გარეშე პარკირებისთვის ჯარიმა ამჟამად არის 10 ლარი, ხოლო ცვლილებების შემდეგ გახდება 50 ლარი;
  • თბილისში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირებისთვის პირი ამჟამად ჯარიმდება 50 ლარით, ხოლო ცვლილებების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება, ასევე გაორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;
  • თბილისში შშმ პირების გაჩერების ადგილზე პარკირებისთვის ჯარიმა არის 50 ლარი, ცვლილებები კი ითვალისწინებს მის გაზრდას 100 ლარამდე. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;
  • თბილისში საკრებულოს მიერ დადგენილი პარკირების სხვა წესის დარღვევა აქამდე ითვალისწინებდა ჯარიმას 10 ლარის ოდენობით, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ კი ჯარიმა გახდება 50 ლარი;
  • გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს ავტობუსის ზოლში A კატეგორიის ტაქსის გადასვლის ადგილებსა და პირობებს;
  • მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვება გაუქმდება და შედგება ელექტრონული ოქმი, ხოლო სამართალდამრღვევს ოქმი სტანდარტული წესით გაეგზავნება, ასევე გაეგზავნება SMS შეტყობინება;
  • ტროტუარზე თუ იქნება მანქანა დაპარკინგებული, მაშინვე დაექვემდებარება ევაკუაციას;
  • მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და ა.შ სატრანსპორტო საშუალების პარკირება გამოიწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით, ჯარიმის გადაუხდელობისთვის საურავი კი იქნება 200 ლარი.

მუნიციპალიტეტს ეძლევა უფლებამოსილება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში, გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის, აგრეთვე თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური განსაზღვროს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-მა “სეზონი ტვ”, ეთერში უცენზურო ლექსიკის გამოყენებისთვის, 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის...

“იმედია უბრალოდ ბრმად არ მჯეროდა თქვენი და ნამდვილები იყავით” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ემოციური პოზიცია-განმარტებებით მიმართავს საზოგადოებას და საპროტესტო...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...