საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაცია IRI-მ მოსახლეობის გამოკითხვისა და კვლევის შესაბამისი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საკმაოდ მოულოდნელი (თუ მოსალოდნელი) შედეგები დაფიქსირდა:
საკმაოდ დაბალია პოლიტიკური პარტიების რეიტინგი. მხოლოდ 8 პარტიამ გადალახა 2%-იანი ბარიერი:
- “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 31% (3%*)
- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” – 16% (4%)
- “საქართველოსთვის” – გიორგი გახარია – 4% (4%)
- დროა – ელენე ხოშტარია – 2% (4%)
- “სტრატეგია აღმაშენებელი” – გიორგი ვაშაძე 2% (3%)
- “ლელო” – მამუკა ხაზარაძე/ბადრი ჯაფარიძე – 2% (3%)
- “ლეიბორისტული პარტია” – შალვა ნათელაშვილი 2% (2%)
- “ხალხისთვის” – ანა დოლიძე – 2% (2%)
*შენიშვნა – ფრჩხილებში მოთავსებული მაჩვენებელი შესაბამისი პარტიისთვის მე-2 არჩევანია.
ხოლო რეიტინგში პოლიტიკოსების პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- კახა კალაძე
- სალომე ზურაბიშვილი
- ირაკლი ღარიბაშვილი
- ანა დოლიძე
- გიორგი გახარია
- დავით უსუფაშვილი
- ელენე ხოშტარია
- ირაკლი კობახიძე
- გიორგი ვაშაძე
- თეა წულუკიანი
აღსანიშნავია, რომ პოპულარული პიროვნებების სიის სათავეშია საქართველოს პატრიარქი ილია II – 92%-ით.
სიის პირველ ათეულშია ასევე საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია – მე-5 ადგილი 46%
ინფორმაციისთვის: კვლევითმა ორგანიზაციამ აღნიშნული კვლევა ჩაატარა მიმდინარე წლის 4-24 მარტს.