“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე აშშ-ში გაემგზავრნენ. როგორც ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატში, კონგრესსა და სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებთან ექნებათ. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის თქმით მთავარი განსახილველი საკითხები, საქართველო, უკრაინა და გეოპოლიტიკა იქნება
“შევუდექით გზას ამერიკისკენ,
ათდღიანი ვიზიტის ფარგლებში გვექნება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატში, კონგრესში და სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებსა და ექსპერტულ წრეებთან.
პარალელურად, მონაწილეობას მივიღებთ “ალდე”-ს ევროპული ოჯახის პარტიების ლიდერთა შეკრებაში.
რაღა თქმა უნდა, მთავარი საკითხები: საქართველო, გეოპოლიტიკა, უკრაინა”, – წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს