ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები,,ხელისუფლებამ მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობით მოუსპო ჯანმრთელობის...

,,ხელისუფლებამ მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობით მოუსპო ჯანმრთელობის მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილს“ – დიმიტრი საძაგლიშვილი

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ხელისუფლების მიმათ მწვავე კომენტარს აკეთებს, ბრალს დებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებაში და აცხადებს, რომ ამჟამად ხდება მიხეილ სააკაშვილის წამება:

,,ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის სიტუაცია – მიხეილ სააკაშვილს რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სახელმწიფო არ მკურნალობს. არა!

სახელმწიფომ, ხელისუფლებამ მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობით მოუსპო ჯანმრთელობის მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილს და ახლა სათანადო სამედიცინო სერვისების არმიწოდებით აგრძელებს მის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას.

სამწუხაროა, რომ ამას ხელისუფლება აკეთებს პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის წინააღმდეგ.

მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პოლიტიკური ტყვე. პუტინის დავალებით იმყოფება, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ დავალების აღსრულებით პოლიტიკურ ტყვეობაში და ეს ტყვეობა, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

“ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ,...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს, რომლის გადახდაც ადრე თუ გვიან გიწევს. აი როგორი იქნება...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული მძიმე ფაქტების ჩამოთვლას ახდენს "ქართულ...