შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"დღეს, ივანიშვილი ქართველ იანუკოვიჩად გადაიქცა" - დავით არახამია

“დღეს, ივანიშვილი ქართველ იანუკოვიჩად გადაიქცა” – დავით არახამია

მედიაში გავრცელებულ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებს, ტელეგრამ-არხის მეშვეობით ეხმაურება უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი დავით არახამია და კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს საქართველოს ხელისუფლებას, ხოლო ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს ევროკავშირისა და აშშ-სთვის:

უკრაინელები და ქართველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მოძმე ხალხი.

ქართველები უკრაინისთვის იბრძვიან ომში, ცნობილმა სახეებმა ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე ჩაწერეს ჩვენი მხარდამჭერი ვიდეომიმართვა. ისინი გულშემატკივრობენ უკრაინას და ომში ჩვენ გამარჯვებას.

მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლება. და პასუხი ძალიან მარტიბვია – მთავარი ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან. ამ კავშირებს ადასტურებს ახლახან გამოქვეყნებული “ივანიშვილის ჩანაწერები”.

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა – ეს კრემლის მითითებების შესრულებაა. და ეს არის მათი რიტორიკის მიზეზი, არ ცნონ რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ სამხედრო დანაშაულები და რუსეთის ფედერაციისთვის სანქციებისთვის თავის არიდების დახმარების მცდელობა.

დღეს, ივანიშვილი ქართველ იანუკოვიჩად გადაიქცა. ის და მისი ხალხი უკრაინის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. მათ უნდათ ქართველებსა და უკრაინელებს ერთმანეთს დააპირისპირონ. ეს რომ არ დავუშვათ, მივმართავ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილსა და დასავლეთში არსებულ მის აქტივებზე სანქციების დაწესება.

პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა“, – აცხადებს დავით არახამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...