შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირელიგია და ტრადიცია23 აპრილი 15:31, იერუსალიმი, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი: წმინდა...

23 აპრილი 15:31, იერუსალიმი, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი: წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და სრულიად მსოფლიო კიდევ ერთხელ გახდა სასწაულის მოწმე. დღეს 23 აპრილს, 15:31 თბილისის დროით, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მოხდა.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

სხვადასხვა წყაროებში არსებობს ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი უძველესი ცნობა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ გვხვდება გრიგოლ ნოსელთან, ევსები კესარიელთან და სილვია აკვიტანელთან, რომლებიც თარიღდება IV საუკუნით, თუმცა მათვე აქვთ მითითებული, რომ არსებობდა ადრეული შემთხვევებიც.

ეკლესიის წმინდა მამების რწმუნებით, პეტრე მოციქულმა საფლავთან მისვლისას გონიერი და სხეულებრივი თვალით ხელთუქმნელი ღვთაებრივი სინათლე იხილა, რომელმაც გაანათა მაცხოვრის საფლავი.

ევსები კესარიელი „საეკლესიო ისტორიაში“ წერს იმის შესახებ, რომ დიდი სააღდგომო ღამისთევისას დიაკვნებს დააკლდათ ზეთი, რის გამოც მთელი ხალხი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ხოლო იერუსალიმის პატრიარქმა ნარცის I-მა (185–213) უბრძანა მათ, ვისაც მზადყოფნაში მოჰყავდათ განათება, ჩამოესხათ წყალი და მოეტანათ. შემდეგ სილოამის ემბაზიდან კანდელებში წყლის ჩასხმის კურთხევა გასცა. ამ წყალმა მიიღო ზეთის თვისება, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

მაცხოვრის საფლავი მდებარეობს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

აღსანიშნავია, რომ 2020-21 წლებში კორონავირუსის პანდემიის გამო ტაძარში შესვლა შეზღუდული იყო და წელს, მრევლის, მართლმადიდებელი ეკლესიის მოთხოვნით და  იერუსალიმის სასამართლოს გადაწყვეტილებით ტაძარში შემსვლელთა რაოდენობა 4000 ადამიანით განისაზღვრა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...