spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელი"ბრალდებულმა ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა...

“ბრალდებულმა ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა” – საქართველოს პროკურატურა

საზოგადოებრივი ტრანსპორტში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მოქალაქემ მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:

საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 აპრილს, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ბრალდებულმა შენიშვნის მიცემის გამო, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, რის შედეგადაც მან ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინციდენტის დროს, ბრალდებულმა ასევე, საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მყოფ სხვა მგზავრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და მე-5 ნაწილის ,, გ” ქვეპუნქტებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 7 – დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...