ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"კი, ასეა ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ!" -...

“კი, ასეა ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ!” – ნოდარ მელაძე

ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე მწვავე პასუხით ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ფეისბუქ “ლაივის” დროს ტელეკომპანიის მიმართ კრიტიკის გამოთქმის გამო:

“ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ” – ამბობს ნიკა მელია ფბ ლაივში და ტვ პირველს კიცხავს.

კი, ასეა ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ!

საინტერესოა ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლზე? მედია აშუქებს ამბავს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ამბის გაშუქება მედიის მოვალეობაა, ჟურნალისტების მოტყუება ცუდია.

მედია, როდის, ვის და რა კითხვას დაუსვამს ეს ჟურნალისტის გადასაწყვეტია. მედია როდის და რა თემას გააშუქებს ამასაც ჟურნალისტები წყვეტენ.

მედიის კონტროლის განზრახვას ცენზურა ქვია. ცენზურა – ცუდია, თავისუფალი მედია – კარგი.
მედია სარკეა, ასახავს რეალობას და აჩვენებს პოლიტიკოსების რეალურ სახეს, თუ სარკეში თავი არ მოგწონთ სარკის ბრალი არ არის. ის გაჩვენებთ ისეთებს, როგორებიც ხართ, ასეა ტელევიზიაც აირეკლავს რეალობას რომელიც ჩვენს გარშემო ხდება.

ჯამი ჭურჭელია, თეთრი თეთრი, შავი შავი. კითხვა პასუხს მოითხოვს, უპასუხო კითხვა გაქცევას ნიშნავს.

თავისუფალი მედია თავისუფალია ყველასგან, კრიტიკული მედია კრიტიკულია ყველას მიმართ.
ვალდებულებები ამძიმეს, თავისუფლება ათავისუფლებს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნოდარ მელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...