პარასკევი, აპრილი 19, 2024

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, ლევან შონია და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოხელეების მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად,  კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ  2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით,  მის მიერ მითითებული პიროვნების – გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო ამონაწერის დათვალიერებით, ზ.კ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილებით.

ლევან შონიას მიმართ, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული