პარასკევი, ივლისი 4, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიმთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ...

მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას – ილია II

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საკვირაო ქადაგებაში, ყურადღებას ამახვილებს კაცობრიობის დაღლაზე და რომ შველა უფალშია:

ჩვენ ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა. როცა ვლოცულობთ, უპირველეს ყოვლისა, ვთხოვთ ხოლმე უფალს ჩვენი გაჭირვებისა გამო და გვავიწყდება მადლობის გადახდა. წყალობა კი უფლისა მუდმივად ეფინება ქვეყანას, მთელს მსოფლიოს. 

მე მინდა გავიხსენო დღეს ერთი ლოცვა, რომელიც ჩვენ შევიყვარეთ, – ,,დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო!” 

ეს ლოცვა წარმოიშვა ორთაჭალის  წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში, როცა კომუნისტების დროს იქ ჩვენი ბიბლიოთეკა იყო. ნიკოლოზობას საღამოს მივდიოდით ხოლმე თითქოს წიგნების წასაკითხად(მაშინ ამ ტაძარში მსახურება აკრძალული გვქონდა), სინამდვილეში ჩვენ პარაკლისს ვასრულებდით და ერთ-ერთი პარაკლისის დროს თითქოს მიკარნახა უფალმა – ,,დავიღალე, დავიღალე მოდი ჩემთან უფალო” და იმის შემდეგ ჩვენ ვგალობთ ამას. ეხლა ყველამ ერთად ვიგალობოთ ,,დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო.”

მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას.

დავიღალე, დავიღალე მოდი ჩემთან უფალო

დავიღალე, დავიღალე მოდი ჩემთან უფალო

დავიღალე, დავიღალე მოდი ჩემთან უფალო

უფალი ჩვენთანაა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დალოცვილი და გახარებული იყავით. ნუ შეგეშინდებათ დაღლილობის. უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ სიხარულს და ძალასაც აძლევს. დალოცვილი იყავით თქვენ და საქართველო და მთელი მსოფლიო. 

ჩვენთან არს ღმერთი!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...