spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"ამ ინიციატივით ჩვენ უარს ვამბობთ საბჭოთა წარსულზე და...

“ამ ინიციატივით ჩვენ უარს ვამბობთ საბჭოთა წარსულზე და არა იმ დამსახურებაზე, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვებაში” – სტრატეგია აღმაშენებელი

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” განცხადებას ავრცელებს და ისტორიის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნას 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია, სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად პეტიციას ავრცელებს ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო:

1945 წელს ევროპაში ფაშიზმზე გამარჯვება დასავლეთის ქვეყნების უმეტეს ნაწილში 8 მაისს აღინიშნება. ქვეყანათა დანარჩენი ნაწილი კი ამ დღეს 9 მაისს აღნიშნავს.

რადგან რუსეთი ისტორიას და თარიღებს იყენებს ე.წ. „რუსული მსოფლიოს“ იდეოლოგიურ ინსტრუმენტად, მნიშვნელოვანია მკაცრად განვსაზღვროთ ამ საკითხთან დაკავშირებით რა პოზიციაზეა საქართველო, რომელ ცივილიზაციას მივაკუთვნებთ თავს.

საქართველომ უკვე გააკეთა მტკიცე არჩევანი იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვების დღის აღნიშვნა მოხდეს ევროპის ქვეყნებთან ერთად 8 მაისს.
ჩვენ ამ ინიციატივით არათუ არ უარვყოფთ, არამედ პირიქით ხაზს ვუსვამთ ქართველი ხალხის ფაშიზმზე გამარჯვებაში შეტანილ წვლილს.

მიუხედავად იმისა, რომ ომის მონაწილეები, წლების მანძილზე, გამარჯვებას ზეიმობდნენ საბჭოთა იმპერიის მიერ თავს მოხვეულ 9 მაისის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამარჯვების დღის აღნიშვნა მოხდეს 8 მაისს, დასავლეთთან ერთად.

უფრო მეტიც, ამ ინიციატივის მიზანია ქართველი ვეტერანებისა და ქართული სახელმწიფოს როლის გამოკვეთა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ის არ ჩაიკარგოს და არ გახდეს ე.წ. უკვდავი პოლკის რუსული ნაციონალისტური იდეის ნაწილი, რომლის პროპაგანდირებასაც დღემდე დაჟინებით ცდილობს პუტინის რუსეთი.

ამ ინიციატივით ჩვენ უარს ვამბობთ საბჭოთა წარსულზე და არა იმ დამსახურებაზე, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვებაში.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმით. აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფო არის არა 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ შექმნილი საბჭოთა საქართველოს, არამედ საქართველოს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური და იდეოლოგიური მემკვიდრე.

აღნიშნული ინიციატივით გვინდა კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა, რუსულ გავლენებს საქართველოში და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ.

გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას, რათა გამარჯვების დღე საქართველომ აღნიშნოს ევროპული ოჯახის წევრ სხვა სახელმწიფოებთან ერთად 8 მაისს“, – ნათქვამია სტრატეგია აღმაშენებლის განცხადებაში

ინფორმაციისთვის: რომელი ქვეყნები, როდის აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს

8 მაისი
1. აშშ
2. დიდი ბრიტანეთი
3. საფრანგეთი
4. ლიეტუვა
5. ლატვია
6. ესტონეთი
7. კანადა
8. ჩეხეთი
9. სლოვაკეთი

9 მაისი
1. რუსეთი
2. ბელორუსია
3. მონღოლეთი

პეტიცია: ფაშიზმზე გამარჯვება აღვნიშნოთ 8 მაისს ევროპასთან ერთად

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

სს “თელასი”: 20 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...