spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში დამწყები გიდებისთვის ტრენინგები იწყება

აჭარაში დამწყები გიდებისთვის ტრენინგები იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდებისთვის ტრენინგ-კურსს ამზადებს. “გიდის პროფესია, ქალაქი ბათუმი და მისი შემოგარენი“ – ასე ჰქვია ტრენინგების სერიას, რომელსაც გიდის პროფესიის დაუფლების მსურველები ორი თვის განმავლობაში დაესწრებიან. ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობები, ექსკურსიამცოდნეობა, პროფესია გიდი, ტურის დაგეგმვა, გიდისთვის საჭირო დაწესებულება/ორგანიზაციები და ინტერნეტ რესურსები – იმ საკითხებს შორისაა, რომელსაც გიდები თეორიულ-პრაქტიკული კურსისას გაივლიან. ისინი ასევე გაეცნობიან გიდის ფსიქოლოგიას, ქალაქის განაშენიანებას და არქიტექტურას, ქალაქ ბათუმის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საშუალებებს.

ტრენინგებზე დასწრების მსურველები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წინასწარი გასაუბრების საფუძველზე შეარჩია. ისინი ორ ჯგუფად გადანაწილდებიან და აპრილის ბოლოდან დაიწყებენ გიდის პროფესიის დაუფლებას. რეგიონში გიდის პროფესიის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებსა და სემინარებს ბოლო წლებია აქტიურად ატარებს. მათში მონაწილეობა მსურველებს უფასოდ შეუძლიათ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...