კვირა, ივლისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ჩემი საქმე შეტანილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თავში,...

“ჩემი საქმე შეტანილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თავში, რაც უკვე ცალკე შემდგარი უმძიმესი შეფასებაა” – მიხეილ სააკაშვილი

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შეფასებები გამოქვეყნდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოზე მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით:

სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება, რომელიც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წარადგინა, უმძიმესი და საგანგაშოა. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით კატასტროფა გვაქვს.

ჩემი საქმე შეტანილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თავში, რაც უკვე ცალკე შემდგარი უმძიმესი შეფასებაა. ამ თავში ჩემს მიმართ მოპყრობის კონტექსტში არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ხსენებაც კი უმძიმესი დარტყმაა ხელისუფლებისთვის.

ამას გარდა, სახდეპი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას პირდაპირ და ცალსახად უკავშირებს ჩემს მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას.

დასკვნაში ცალკეა ჩამოთვლილი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, მათ შორის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის, კეზერაშვილის საქმეები.

პრაქტიკულად მიწასთანაა გასწორებული სასამართლო ხელისუფლება და მას პირდაპირ უწოდებენ კლანს, რომელიც დგას კორუფციასა და მთავრობის მორჩილებაზე.

დასკვნა ბევრი სხვა მიმართულებითაც უკიდურესად კრიტიკული და მწვავეა და ნათლად იკითხება, რომ “ქართულმა ოცნებამ” (და არა, ქართველმა ხალხმა) უკვე ყველა წითელი ზღვარი გადაკვეთა,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...