ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა უმაღლეს დონეზე უკრაინის მიმართ"...

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა უმაღლეს დონეზე უკრაინის მიმართ” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებს უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ და აცხადებს, რომ კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდონით მმართველმა გუნდმა გაიზიარა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი ინიციატივა და რაც ვიზიტის განხორციელების საფუძველი ხდება:

,,საკითხთან დაკავშირებით ყველა ვიყავით ჩართული, პრემიერიც იყო ამ კონსულტაციებში და საბოლოო ჯამში გავიზიარეთ ჩვენ შალვას ინიციატივა უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით, სხვადასხვა არგუმენტზე დაყრდნობით.

ჩვენ ასევე ყურადღებით ვადევნებდით თვალ-ყურს ინტერვიუს, რომელიც შედგა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც მოვისმინეთ ძალიან საინტერესო და ოპტიმიზმით, ასე თქვათ, გაჯერებული გზავნილები ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით.

ეს ყველაფერი გახდა, რა თქმა უნდა, ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა უმაღლეს დონეზე, როგორც ხალხის, ასევე – სახელმწიფოს.

ამ კუთხით არის შალვა პაპუაშილის, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი.

ასევე ორმხრივ ურთიერთობებზე იქნება, ბუნებრივია, საუბარი ამ ვიზიტის ფარგლებში“, – განცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე მგონი ამ მაგალითმა ბევრი უნდა დააფიქროს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუგოსლავიის მაგალითზე კონკრეტულ დასკვნებს...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...