შაბათი, ივლისი 5, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებინიკა მელია - ჩვენი ქვეყნის უმძიმეს მდგომარეობას გვაჩვენებს...

ნიკა მელია – ჩვენი ქვეყნის უმძიმეს მდგომარეობას გვაჩვენებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 85 გვერდიანია ანგარიში

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჰჯდომარე, ნიკა მელია ეხმაურება აშშ სახელმწიფო დეპარტამენის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მომზადებულ ანგარიშს და მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს:

რაზე დგას ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, იყოს დასავლური ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი და განაცხადი შეაქვს ევროკავშირის წევრობაზე?

ასეთი ქვეყანა დგას:
• სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და არა შერჩევით მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ დევნაზე;
• ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვაზე, და არა უკანონო თვალთვალსა და მიყურადებაზე;
• ჟურნალისტების საქმიანობაში ჩაურევლობაზე და არა მათი ცხოვრების ხელყოფაზე და დაშინებაზე;
• მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფლებაზე, და არა მათ დარბევასა და მონაწილეების უკანონო დაკავებებზე;
• უმცირესობების პატივისცემაზე, და არა მათ მიმართ ძალადობასა და მუქარაზე.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოზე გამოქვეყნებული დასკვნის მთავარი შეჯამება კი მთლიანად საპირისპიროს მეტყველებს. სრულად დასკვნა 85 გვერდიანია;
• და აი თითოეული გვერდი ამ 85 დან გვაჩვენებს ჩვენი ქვეყნის უმძიმეს მდგომარეობას;
• თითოეული გვერდი ამ 85 დან გვაჩვენებს, როგორ გვაშორებს “ქართული ოცნება” ცივილიზებულ სამყაროს;
• თითოეული გვერდი ამ 85 დან გვაჩვენებს, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, როგორ მცირდება ჩვენი სამშობლოს პერსპექტივა ყოველწამიერად;
• თითოეული გვერდი ამ 85 დან გვეუბნება, რომ ასე გაგრძელება გამორიცხულია და რომ ქართული ოცნების გზას მივყავართ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ სიკვდილამდე;

დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პოლიცია – სუსი, რომელიც უკანონოდ ყველას უსმენს: პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს, დიპლომატებს, სასულიერო პირებს;

დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს ყავს პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნილები: სააკაშვილი, გვარამია, ჯაფარიძე და ხაზარაძე, წერეთელი, კეზერაშვილი და მელია.

მათ დევნას კავშირი აქვს არა სამართალთან, არამედ მხოლოდ მათ პოლიტიკურ პოზიციასთან, იქნება ეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრობა, თუ ოპოზიციური მედიის ფლობა;

დასკვნაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მთელი თავი, პრაქტიკულად, ეთმობა ქვეყნის მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს და მისდამი მოპყრობას, ასევე, მისი წამების საქმის გამოძიების წარმოების გამო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას;

დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არ არსებობს სანდო გამოძიება და მართლმსაჯულებას კორუმპირებული და მთავრობისგან მართული მოსამართლეთა კლანი ახორციელებს.
დიახ, არ მოგეჩვენათ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი სწორედ სიტყვა “კლანს” იყენებს;

დასკვნაში ნათქვამია, რომ მთავრობა არ სჯის დამნაშავე მომხრეებს და მასთან აფილირებულ პირებს, სამაგიეროდ პოლიტიკურად ანგარიშს უსწორებს განსხვავებულად მოაზროვნე უდანაშაულო საქართველოს მოქალაქეებს, იქნება ეს ადმინისტრაციული პატიმრობა თუ სისხლის სამართლის საქმეები;

დასკვნაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნების საქართველოში ჟურნალისტის არა საქმიანობა, სიცოცხლეც კი არაფრად ფასობს (დეტალურად არის აღწერილი 5-6 ივლისი)
დასკვნაში ნათქვამია, რომ საქრთველოში არჩევნები ტარდება ძალადობის, გაყალბების, ფართომასშტაბიანი მოსყიდვების და გასაჩივრების სანდო სასამართლო მექანიზმის სრულიად არ არსებობსი პირობებში;

დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველო შეჭამა მაღალი რანგის კორუფციამ და მხოლოდ საჩვენებელად ისჯებიან დაბალი რანგის მოხელეები;

დასკვნაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ციხეებს ე.წ. მაყურებლების მეშვეობით მართავს, ხოლო ციხეებში პატიმრების მიმართ ძალადობის უამრავი ფაქტია და მათზე გამოძიება პრაქტიკულად არ მიმდინარეობს და არავინ ისჯება;

და ბოლოს, საქართველოს ისტორიაში ამ ყველაზე მძიმე დასკვნაში არაა ნათქვამი და ვერც იქნება, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა სფერო კოლაფსშია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, და რომ ყველაფერი სასწრაფოდ უნდა შეიცვლოს. დასკვნაში არაა ნათქვამი, და ვერც იქნება, რომ ვერანაირი დასკვნა და ჩვენი პარტნიორების ვერანაირი რჩევა ვერ მოიტანს ქვეყნის გადარჩენის მთავარ წინაპირობას – “ქართული ოცნების” მართვის სადავეებიდან ჩამოშორებას.

ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენი, ვინც ხელისუფლების ერთადერთი წყარო ვართ და ვისი ისტორიული მისიაცაა ამ 85 გვერდში მოყოლილი ჯოჯოხეთიდან ჩვენი ქვეყნის ამოყვანა“, – აცხადებს ნიკა მელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...