spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე - მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორია...

კახა კალაძე – მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება გრძელდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამჯერად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიას ფეხით მოსიარულეებისთვის გაათავისუფლებენ და გარემოვაჭრეებს ბაზრობაზე გადაიყვანენ.

როგორც იცით, ბოლო პერიოდში აქტიურად დავიწყეთ მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. პირველი პროექტი ხორციელდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ტერიტორიაზე, საიდანაც გარე ვაჭრობამ გადაინაცვლა ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ავიღეთ ყველა უკანონოდ განთავსებული ჯიხური. ფეხით გადაადგილებაც კი შეუძლებელი იყო და პრობლემას წარმოადგენდა იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობდა. კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება მეტროსადგურ „სამგორის“, კერძოდ კი, ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე. გვინდა, რომ ყველა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია ასე მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა გლდანის რაიონის გამგებელსა და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს გარემოვაჭრეებთან კომუნიკაციის დაწყება სთხოვა.

ამჯერად, კიდევ ერთ მსგავს პროექტს დავაანონსებ – მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ. მინდა, დავავალო გლდანის რაიონის გამგებელს, ასევე, მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს და პროცესში ჩართვა ვთხოვო გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, კონსტანტინე ზარნაძეს, რომ დაიწყონ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, ასევე ბაზრობების მესაკუთრეებთან, რომ ეს ადამიანები ეტაპობრივად გადავიყვანოთ ბაზრობაზე და ნორმალურ პირობებში გააგრძელონ მუშაობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, რომ პარალელურად, დაიწყოს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგება.

ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორია, ჩასასვლელები, ასასვლელები მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს. დღეს არსებული მდგომარეობა არავისთვის მისაღები არ არის. ამ ადგილებში ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, მაგრამ მათ ეს ყველაფერი შეუძლიათ ცივილურად და ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გააკეთონ, სადაც ეს ნებადართულია. ჩვენ გარემოვაჭრეებს ყველანაირად დავეხმარებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი

უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოპოზიციის ალიანსი: "ოპოზიციის ალიანსი...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

“აღდგომა დღეს მოგვეცა ყველაზე ნათელი იმედის ნიშანი, მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – სალომე...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების ინსპირაციით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...