spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირუსლან სტეფანჩუკი: "მხარდაჭერა გულწრფელი უნდა იყოს ყოველთვის"

რუსლან სტეფანჩუკი: “მხარდაჭერა გულწრფელი უნდა იყოს ყოველთვის”

უკრაინის რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და თავის გულისტკივილს აფიქსირებს:

არაშესაფერისი. ზუსტად ას აღწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბუჩასა და ირპენის მოსანახულებლად ჩემი მოწვევა.

ის ფიქრობს, რომ სანამ უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები სრულად არ გაიაზრებენ იმ მძლავრ მხარდაჭერას, რასაც მათ საქართველო უწევს, მანამდე შეუძლებელია უკრაინაში გამგზავრება.

ძლიერ მხარდაჭერაში მას მიაჩნია გაეროში უკრაინის სასარგებლოდ კენჭისყრაში მხარდაჭერა.

კოლეგა, უკრაინა აფასებს ნებისმიერ მხარდაჭერას სხვადასხვა ქვეყნიდან, ამ მძიმე ჟამს. ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ რუსეთზე სანქციების გაძლიერებას, ვითხოვთ სამხედრო, პოლიტიკურ თუ ფინანსურ მხარდაჭერას. არის ქვეყნები, რომლებიც ყველა მიმართულებით გვეხმარებიან, ზოგი კი – მხოლოდ ერთეულ საკითხებში.

ჩვენ ვაფასებთ და ყოველთვის ვაფასებდით მოძმე ქართველი ხალხის გულწრფელ მხარდაჭერას. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები გულწრფელი და მამაცი მეომრები არიან, რომელთაგან ბევრი დღეს მხარში უდგას ჩვენს დამცველებს და იცავს უკრაინას რუსეთის შემოჭრისგან. ისევე როგორც, ბევრი უკრაინელი 2008 წელს იდგნენ ქართველების გვერდით, იმ რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც ხელჰყო თქვენი დამოუკიდებლობა, დახოცა თქვენი ხალხი და დაეპატრონა თქვენი ტერიტორიის ნაწილის.

ჩვენ არ ვზომავთ მხარდაჭერას, მხარდაჭერა გულწრფელი უნდა იყოს ყოველთვის. ყველა, ვინც ასეთ მხარდაჭერას გამოხატავს, იქცევა გარემოების, სინდისისა და მოვალეობის გრძნობის შესაბამისად. ხოლო შესაბამის შეფასებას, ჩვენ, პოლიტიკოსებს, ჩვენივე ხალხი და ისტორია მოგვცემს.

ერთადერთი რაც მაწუხებს – ეს არის კითხვა: მისაღებია კი უწოდო “მიზანშეუწონელი” მეგობარ ქვეყანაში ჩამოსვლის მოწვევას და ნახო მისი უბედურება, გაიზიარო მწუხარება, გამოხატო თანაგრძნობა?!

ვფიქრობ, რომ მეგობარმა ეს დაუპატიჟებლადაც უნდა გააკეთოს.

არადა, სწორედ ამაზე საუბრობდა დიდი შოთა რუსთაველი: “ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული – გზად და ხიდად“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რუსლან სტეფანჩუკი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

ფადი ასლი: “ბედნიერებას არაფერი აქვს ფულთან საერთო…”

ბიზნესმენ ფადი ასლის პოზიცია-მინიშნებები: "ზოგიერთი ადამიანი იმდენად ღარიბია, რომ არასდროს...

“პოლიციელის ჩვენებით, 28 ნოემბერს, აქციაზე, გიორგი ვაშაძე იღიმებოდა…” – გიორგი ვაშაძე

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესებს პერიოდულად ეხმაურება...

“ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!” – გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აბიტურიენტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...