ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024

“რა არგუმენტი აქვს სახელმწიფოს იმ მშობლისთვის, ვისი შვილიც მაგალითად დაიბადა 15 ოქტომბერს?!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე კრიტიკულ შეფასებას აძლევს ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებას, რაც გულისხმობს სკოლაში შესვლის ასაკის განსაზღვრას და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილება შევიდა, რითაც სკოლაში შესვლის ასაკი განისაზღვრა და რეგისტრაციის შესალებლობა 1 ოქტომბრამდე დაბადებულ ბავშვებს მიეცათ.
მომავალში თარიღი ისევ შეიცვლება და 1-ელი ოქტომბრის მაგივრად 31 დეკემბერი იქნებაო.

კითხვა მაქვს ამგვარი: რა არგუმენტი აქვს სახელმწიფოს იმ მშობლისთვის, ვისი შვილიც, მაგალითად, დაიბადა 15 ოქტომბერს?! რატომ არ უნდა ჰქონდეს სკოლაში მისვლის უფლება?!

თუ ბავშვთა ფსიქოლოგების დასკვნას მაინც არ ითვალისწინებენ და დასაშვებ ასაკს საკუთარი ნება-სურვილით ცვლიან, რატომ არ დადგინდა წელსვე კალენდარული წლის ბოლომდე დაბადებულთა მიღება? – იმიტომ, რომ თუ პირველ კლასში მოსწავლეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ქალაქების სკოლებში შესაბამისი ადგილები არ არსებობს.
თარიღებით თამაშის ძირითადი მიზეზი სკოლების ინფრასტრუქტურის მოუმზადებლობაა. ამაზე კი ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვას არ ძრავენ!

რა გააკეთეს 10 წლის განმავლობაში? რამდენი სკოლა დაემატა დედაქალაქს, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში? ან რამდენად ეფექტურად “გამოიყენეს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლების ინფრასტრუქტურის სააგენტოსთვის ჩარიცხული ასეულობით მილიონი?

სად ჩანს შედეგი?!

10 დღეზე ხომ არ ვთხოვთ პასუხს, 10 წლიან მმართველობაზეა საუბარი!“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციისთვის: “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სასკოლო ასაკად და შესაბამისად 1 კლასში შემსვლელთათვის ასაკი განისაზღვრა 6 წელი, ვისაც იგი 1 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული