შაბათი, ივლისი 5, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირებაკახა კალაძე: "კაცობა და ღირსება ნიკა მელიას ძლიერი...

კახა კალაძე: “კაცობა და ღირსება ნიკა მელიას ძლიერი მხარე არ არის”

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მიერ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.

მისი თქმით, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარეა, სინამდვილეში კი სააკაშვილის ხელის ბიჭია:

ზოგადად, ყოფილი კონკურენტები ერთმანეთზე ნაკლებად საუბრობენ. მაქსიმალურად თავს შევიკავებ კომენტარისგან. თუმცა, მოკლედ მაინც ვიტყოდი, რომ მელიას არ ესმის ერთი რამ, როდესაც წააგებ უნდა გეყოს ღირსება და გამარჯვებულ კონკურენტს უნდა მიულოცო.

თუმცა, კაცობა და ღირსება მისი ძლიერი მხარე არ არის. ეს ბევრ რამეში დადასტურდა.

მაგალითად ის, რომ იგი დღეს წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურ თავმჯდომარეს, სააკაშვილის ხელის ბიჭია.

წაგებული კაცები მუშტებს აღარ იქნევენ.

ასევე, მელია ბათუმში არჩევნებზე ჩასული ვიხილეთ. სასტუმროდანაც კი ვერ ბედავდა გამოსვლას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

 

ინფორმაციისათვის: ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ უკრაინაში მომხდარ ტრაგედიებზე ისაუბრა, კახა კალაძეს შეკითხვებით მიმართა – “რისი არ გჯერა კალაძე? იმისი, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში 1500-მდე ფრთოსანი რაკეტაა მშვიდობიან მოსახლეობაზე დაცემული? რომ ბავშვებია გაუპატიურებული?” და მწვევე შეფასებები გააკეთა თბილისის მერთან მიმართებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...