ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"9 აპრილის იდეის გარშემო ჩვენ ვართ ყველა ერთნი...

“9 აპრილის იდეის გარშემო ჩვენ ვართ ყველა ერთნი და ერთიანობაშია ჩვენი ძალა” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე კომენტარს აკეთებს 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი, რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც აკეთებს შეფასებებს:

,,სულ რამდენიმე დღეში დგება დღე – 9 აპრილი, რომელმაც განსაზღვრა, შექმნა ჩვენი სახელმწიფო. დღე, რომელმაც გვასწავლა ყველაზე მთავარი თავისუფლება და ერთიანობა არის ის საფუძველი, რაზეც დგას საქართველოს ყველა მოქალაქე, 30 წლის განმავლობაში. ეს არის დღე, როდესაც ბოროტების იმპერია დამარცხდა მართალი, მებრძოლი, პრინციპული, დამოუკიდებლობის იდეით შეპყრობილი, ერთიანობით გაძლიერებული საქართველს მოქალაქეების მიერ. ეს არის დღე, რომელმაც მოიტანა მსხვერპლი და ეს არის დღე, რომელმაც მოიტანა დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი იდეები – თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობის, როგორიც არის დღეს.

ბოროტების იმპერიამ გადაწყვიტა, რომ წაგვართვას ის, რაც ჩვენ მოვიპოვეთ და შევქმენით. 9 აპრილის შემდეგ ჩვენ არაერთი უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთ, როდესაც კრემლი საკუთარი აქ შემქნილი აგენტებით თუ რაღაც ჯგუფების მეშვეობით ებრძოდა ჩვენს ერთიაობას, ჩვენს თავისუფლებას და მშვიდობას.

მიუხედავად ამისა, ჩვენ გვიჩიჩინებენ, რომ ვართ განსხვავებულები, გვაქვს ბევრი საჩხუბარი, რომ ვართ ცუდები, სუსტები. სინამდვილეში – ჩვენი ისტორია არის სავსე ღირსებით და თავისუფლების მოფრთხილებით.

ჩვენ გვყავს ის დევნილები, რომლებსაც დღეს ვუყურებთ ბუჩადან, მარიუპოლიდან და ბევრი სხვა ქალაქიდან, რომლებიც ეწირებიან რუსულ იმპერიას. ჩვენ გვყავს ის თაობა, რომელიც უკვე დაიბადა თავისუფალ საქართველოში და ისინი არავის არ აპირებენ, რომ დაუთმონ საკუთარი თავისუფლება, კეთილდღეობა და მშვიდობა.

ჩვენ, საქართველოს ყველა მოქალაქეს გვაქვს ისტორიული ამოცანა – ერთი წუთით გადავდოთ ის ხელოვნური გამყოფი ხაზები, რომლებიც ჩვენ დაგვიწესა კრემლმა და “ქართულმა ოცნებამ”, 9 აპრილის იდეის გარშემო ჩვენ ვართ ყველა ერთნი და ერთიანობაშია ჩვენი ძალა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...