spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიუკრაინა გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების "ნაკრძალად" - თეა...

უკრაინა გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების “ნაკრძალად” – თეა წულუკიანი

ვიცე პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი შეფასებებს აკეთებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და უკრაინის ხელისუფლებას, მათ შორის, პრემიერ მინისტრის მოადგილეს, ირინა ვერეშჩუკს მიმართავს და აცხადებს, რომ საქართველოს საზღვრები კონტროლდება და კონტრაბანდა ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ გაივლის:

,,მე მინდა ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა, რომ ძვირფასო კოლეგა უნდა გჯეროდეთ და გარწმუნებთ, რომ საქართველოს საზღვრები კონტროლდება.

ეს საზღვრები კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა თუ საქონელი არ აცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს ჩვენს საზღვრებზე. ეს არის რეალობა.

დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი და ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ, სამწუხაროდ, უკრაინა ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ,,ნაკრძალად“.

ამიტომაც მე ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს იმ კრიმინალებს, მათ ნაამბობს. ითანამშრომლონ არა ჩვენგან გაქცეულ რადიკალურ ოპოზიციასთან, არამედ საქართველოს მთავრობასთან, ვინაიდან საქართველოს ხალხი და მის მიერ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა არის სწორედ უკრაინის და უკრაინელი ხალხის ძალიან ერთგული მეგობარი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

“პოლიციელის ჩვენებით, 28 ნოემბერს, აქციაზე, გიორგი ვაშაძე იღიმებოდა…” – გიორგი ვაშაძე

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესებს პერიოდულად ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...